გორილა მომვლელს ეხუტება და ცდილობს წვიმისგან დაიცვას
გორილა მომვლელს ეხუტება და ცდილობს წვიმისგან დაიცვას
კონგოში მდებარე ვირუნგის ნაციონალური პარკის ზედამხედველი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა გორილა ნდაზი ნამდვილი მეგობრები არიან. გორილა და ანდრე დიდ დროს ატარებენ ერთად. გიგანტური მაიმუნი ზედამხედველს ეხუტება და მის ზურგზე მოკიდებული სეირნობს. გორილა მძიმე წონისაა, თუმცა, ანდრე მზად არის მოითმინოს, რათა მეგობარი გაახაროს.

Zooclub

დააკვირდით ამ საოცარ ფოტოებს, რომლებიც ნამდვილ მეგობრობასა და სიყვარულს გადმოგვცემს.

Zooclub

როგორც პარკის მეთვალყურე, ანდრე ვალდებულია ნდაზის მოუაროს, თუმცა, მეგობრობა - ეს მეტია, ვიდრე სამსახურეობრივი მოვალეობა, რასაც ფულით ვერ იყიდი.

Zooclub

ანდრე და ნდაზი ერთმანეთს ენდობიან. მომვლელს საერთოდ არ
აშინებს ის, რომ უზარმაზარი მაიმუნი თამაშის დროს ძალებს ვერ მოზომავს და ზიანს მიაყენებს.

Zooclub

მთის გორილა
გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ამ პრიმატების რაოდენობა სულ რაღაც 880 შემორჩა, თუმცა, ბოლო დროს, ადამიანების გვერდში დგომით, მათი რაოდენობა იმატებს. მთის გორილების ნაწილი ვირუნგის მთებში ბინადრობს, დიდი ნაწილი კი - კონგოს, რუანდას და უგანდის საზღვართან მდებარე მიძინებულ ვულკანებთან.

Zooclub

ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ კონგოს ხელისუფლება გეგმავს ნაციონალური პარკის - ვირუნგის საზღვრების გადახედვას, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ირიცხება. როგორც ჩანს, ეს ტერიტორია ნავთობის კომპანიის ინტერესებში მოხვდა, რომელიც დიდი ხანია ოცნებობს ამ ადგილის გამოკვლევას.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია

გორილას ფოტო, რომელიც თავის გადამრჩენელს ეხუტება, Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებული გახდა

რუანდაში ფოტოგრაფმა გორილას ნაშიერი გადაიღო... ის თავისი სასაცილო ვარცხნილობით ყველასგან გამოირჩეოდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?