ზოოპარკის დამთვალიერებელმა ჟირაფს საკვების მაგივრად, შეცდომით, ფულის შეკვრა გადაუგდო
უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის პროვინცია იუნანიში, კერძოდ, ველური ბუნების პარკში (Yunnan Wild Animal Park).  ზოოპარკის თანამშრომლებმა ცხოველების სამყოფელის დათვალიერებისას, ჟირაფის ვოლიერში, ფულის კუპიურები აღმოაჩინეს. მათ ჟირაფი სასწრაფოდ გადაიყვანეს სხვა ადგილზე და ვოლიერი გაწმინდეს.

საბოლოოდ, სათვალთვალო კამერების დახმარებით, აღმოჩნდა, რომ ზოოპარკის გრძელკისრიანი ბინადრის გამოკვება ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა გადაწყვიტა, - წერს "Daily Mail"-ი.  მამაკაცმა ჟირაფის სამყოფელში ფულის შეკვრა- ათი ათასი იუანი შემთხვევით, საკვების მაგივრად, გადააგდო. კამერების გახსნის შემდეგ, დამთვალიერებლის სახე არ ჩანს. ზოოპარკის თანამშრომლები ცდილობენ, გაიგონ მისი ვინაობა, რათა თანხა დააბრუნონ.

არკის წარმომადგენლები სტუმრებს სთხოვენ, არ ისროლონ ცხოველების სამყოფელში სხვადასხვა ნივთი, რადგან ამან შესაძლოა, ცხოველისთვის ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

რამდენიმე ხნის
წინ, ჩინეთის რამდენიმე ზოოპარკში ჟირაფები დაიხოცნენ, რადგან მათ ვოლიერში მნახველებმა პოლიეთილენის პარკები გადაყარეს.

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა ბიზონის ნებისყოფა შეამოწმა, ის გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ ცხოველს მიუახლოვდა

ლომი ტურისტებთან ავტომობილში შეძვრა და ყველას ჩახუტებით გაუმასპინძლდა

გახარებული სპილო ტურისტებისკენ გაიქცა და მათი ნავი ამოაბრუნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?