მამაკაცმა ბიზონის ნებისყოფა შეამოწმა, ის გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ ცხოველს მიუახლოვდა (ემოციური ვიდეო)
იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ტორეადორის როლი მოირგო. გზაზე გამოსული ბიზონის დანახვისას, "მამაცი" მამაკაცი გადმოვიდა მანქანიდან და ცხოველის პროვოცირება დაიწყო. ამერიკელი მუშტებს მკერდზე ირტყამდა, ყვიროდა და ბიზონს უახლოვდებოდა. საბედნიეროდ, პარკის ბინადარმა იგი მხოლოდ შეაშინა.

თვითმხილველმა კორიდის იმპროვიზაციის კადრები ვიდეოზე გადაიღო.

ბიზონი, რომელიც დაახლოებით 900 კილოა, "ტორეადორის" მიმართულებით გაიწია,

Zooclub

თუმცა, საბედნიეროდ, ცხოველმა მის მიმართ ინტერესი მალევე
დაკარგა.

Zooclub

იელოუსტოუნის ეროვნული პარკის წესების მიხედვით, დამთვალიერებლებს  ბიზონთან და ლოსთან მისვლა 20 მეტრზე ახლოს ეკრძალებათ, ხოლო მგლებთან და დათვებთან  - 90 მ-ზე ახლოს.

"იელოუსტოუნის ტერიტორიაზე ველური და არაპროგნოზირებადი ცხოველები ბინადრობენ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მშვიდად გამოიყურებიან ისინი. ცხოველებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს
სივრცე, როდესაც ისინი იმყოფებიან გზის ბილიკთან, ავტო სადგომთან ან სხვა უბნებში. თუ მათგან დისტანციის დაცვა არ შეგიძლიათ, დატოვეთ პარკი და იპოვეთ ალტერნატიული მარშრუტი", - წერია პარკის შესასვლელთან განთავსებულ ბანერზე.

ვიდეოს სოციალურ ქსელში  მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პოლიციამ 55 წლის რაიმონდ რეინკე ბიზონის მიმართ უდიერად მოპყრობის ბრალდებით დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას "Fox News"-ი ავრცელებს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

მამაკაცი დათვების გალიაში გადაძვრა და ცხოველს თავს დაესხა

სპილომ მომაბეზრებელი ტურისტები ტერიტორიიდან გაყარა

საფარი-პარკში მშობლებმა ბავშვი მანქანიდან გადმოიყვანეს და გადაწყვიტეს ავაზასთან სელფის გადაღება
გიორგი
ამხელა კაცი რამ გამოაქლიავა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?