გახარებული სპილო ტურისტებისკენ გაიქცა და მათი ნავი ამოაბრუნა (+ვიდეო)
ქალაქ ჩიანგმანის (ტაილანდი) მდინარეზე მოგზაურობისას, სპილო ტურისტებისკენ გაიქცა და ნავი ამოაბრუნა.  შეშინებული ადამიანები მდინარეში ჩაცვივდნენ.

ინციდენტის შედეგად ერთმა ტურისტმა ფეხის ტრავმა მიიღო. სპილოს პატრონის თქმით, 6 წლის ცხოველს არასოდეს გამოუვლენია ადამიანების მიმართ აგრესია, პირიქით, მას ძალიან უყვარს თამაში და ამ შემთხვევაშიც ტურისტების ნავისკენ, მხოლოდ თამაშის მიზნით გაიქცა.

საბედნიეროდ, წყლიდან ყველა უვნებელი ამოვიდა, თუმცა როგორც ერთ-ერთი დამთვალიერებელი აღნიშნავს, უზარმაზარი ცხოველი კვლავ ცდილობდა ადამიანებთან მისვლას და მათთან თამაშს.

ასევე იხილეთ:

სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში ქირავდება სახლი, სადაც მეზობლად 70 ლომი ბინადრობს

პატარა სპილო სელფის
მოყვარულ ტურისტს პანღურით "გაუმასპინძლდა"


პატარა სპილო ჩახუტებაზე გიჟდება



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?