ამერიკელი, რომელიც დეპრესიას ალიგატორებთან ჩახუტებით მკურნალობს
ამერიკელი, რომელიც დეპრესიას ალიგატორებთან ჩახუტებით მკურნალობს
პენსილვანიაში მცხოვრები 65 წლის ჯოი ჰენი ირწმუნება, რომ ალიგატორი, სახელად უოლი, რომელსაც ემოციური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეხუტება, დეპრესიის დროს ძალიან ეხმარება.

Zooclub
ჯოის თქმით, მან მკურნალი ექიმისგან ნებართვა აიღო, რათა უოლი, როგორც "თერაპევტი" ცხოველი, სახლში ჰყოლოდა. მან ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უარი თქვა დეპრესიის საწინააღმდეგო წამლების მიღებაზე.


Zooclub

ალიგატორი ქათმის ფრთებით იკვებება და კიდევ ერთ ალიგატორთან - სკრაპისთან ერთად ხელოვნურად მოწყობილ ტბორში ცხოვრობს. მამაკაცს ემოციური მდგომარეობის შესამსუბუქებლად სკრაპიც ეხმარება.

Zooclub

წელს უოლი 4 წლის გახდა. ჰენის თქმით, ალიგატორი დიდი ფუმფულა სათამაშოს მსგავსად მშვიდია. ცივსისხლიან რეპტილიას ძალიან
მოსწონს ჩახუტება და არასოდეს არავისთვის ზიანი არ მიუყენებია. მეტიც, მას ძალიან ეშინია კატების.

"არ უარვყოფ,
რომ ალიგატორს ზიანის მიყენება შეუძლია, თუმცა, არასოდეს შემშინებია მისი. უოლი ძაღლივითაა, რომელსაც სიყვარული და მოფერება სურს", - ამბობს ჯოი.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში მოქმედი კანონის მიხედვით, მხოლოდ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლია სერტიფიცირებული ცხოველი, როგორც დამხმარე და სტრესის შემამსუბუქებელი. სხვა ყველა, ონლაინ მიღებული სერტიფიკატით, არაოფიციალურია.

ასევე იხილეთ:

ძაღლები ბავშვებს სტრესის დაძლევაში მშობლებზე უკეთ ეხმარებიან

რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს: ცხოველები ხვდებიან, როდესაც ჩვენ თანაგრძნობა გვჭირდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?