რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით
რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით
როგორ ეხმარებიან კატები ადამიანს? პირველ რიგში, შინაური ცხოველებისა და კონკრეტულად კატების გარემოცვაში ყოფნა განწყობაზე დადებითად მოქმედებს. კატა შესაძლოა, ცხოვრების სტიმული გახდეს მარტოხელა ადამიანისთვის.

კატა პატრონს თავად ირჩევს. მას აქვს მფლობელის მიმართ დიდი მიჯაჭვულობა, რასაც სიყვარულითა და მოფერებით გამოხატავს. ასევე, ქმნის დადებით ენერგეტიკას იმ ოჯახში, რომელშიც ცხოვრობს.

კატის მოფერების დროს, ადამიანის ცენტრალური ნერვიული სისტემა გამოიმუშავებს ტალღებს, რომელიც განწყობას აუჯობესებს.

კატის კრუტუნითა და თათების მასაჟით კი აქტიურდება რეფლექსოგენური ზონები. ჩვენი ფუმფულა ბინადრის ბრჭყალები მუშაობს ისევე, როგორც ნემსები რეფლექსოთერაპიის დროს. 

ცნობილია, რომ ადამიანის
ფეხის ტერფებზე
არსებობს ყველა ორგანოს დამაკავშირებელი წერტილი. ამიტომ კატა ყოველთვის ცდილობს საყვარელი პატრონის ფეხებზე მოკალათებას.

არსებობს ქვეყნები, სადაც კატებისა და სხვა ცხოველების დახმარებით მკურნალობა ოფიციალურად აღიარებულია. მკურნალ ცხოველებთან მუშაობენ მწვრთნელები, ვეტერინარები და ფსიქოლოგები.

Zooclub

როგორ მკურნალობენ სპეციალისტები საკუთარ  პაციენტებს კატების დახმარებით, მაგალითად, არტერიული წნევის ან სტრესის დროს?

განწყობის გაუმჯობესება კატის დახმარებით გაცილებით მარტივია. ამისათვის თქვენს შინაურ ცხოველთან დღეში 15 წუთი თამაში საკმარისია. ასევე, სასიამოვნო გრძნობა დაგეუფლებათ მასზე ზრუნვის დროს.

Zooclub

თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ ან ხშირი თავის ტკივილები გაქვთ, ჩაიხუტეთ კატა ყელის მიდამოებში დღეში 3-ჯერ, 2-3 წუთის განმავლობაში. ცხოველის სხეულის სითბოს აქვს განტვირთვის ეფექტი, ხოლო მისი ბეწვი ახდენს ელექტრონულ მუხტს.

სპეციალისტების თქმით, არატრადიციული მეთოდით (კატა-თერაპიით) მკურნალობა მიღწევადია იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ადამიანს უყვარს. ასევე, უნდა დამყარდეს დადებითი კონტაქტი შინაურ ცხოველსა და "პაციენტს" შორის.

სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანს ეშინია ან არ უყვარს ცხოველები, კატა-თერაპიის კურსზე საუბარიც კი ზედმეტია.

ასევე იხილეთ:

რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?

რა სარგებლობა მოაქვს კატას ადამიანისთვის?

კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?