რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?
რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?
ეზოთერული სწავლების მიხედვით, კატა ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ცხოველია დედამიწაზე . მისი აურა იმდენად ძლიერია, რომ ძალა შესწევს ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ უშუალოდ თავის პატრონზე, არამედ მისი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზეც. მთავარია თავად კატა აღიქვამდეს ამ ოჯახს და სახლის კედლებს "საკუთარ ტერიტორიად".

თუკი თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს არ განეკუთვნებით, ვისაც კატები განსაკუთრებულად არ უყვარს და აკვირდებით ფაქტს, რომ მიუხედავად ამისა კატები ხშირად გეგლასუნებიან ფეხებზე მოფერების მიზნით - იცოდეთ, მათ თქვენთვის საკუთარი ენერგიის გაზიარებაც სურთ. ამიტომ სასურველია უხეშად არასოდეს მოიცილით მოფრების მსურველი კატა,
წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არათუ მოგცემთ საკუთარ დადებით ენერგიას, არამედ თქვენსასაც უბოდიშოდ მიითვისებს სურვილისამებრ.

კატები შესანიშნავად
იცავენ იმ ოჯახს, რომელშიც დაიდეს ბინა, ნეგატიური ენერგეტიკის შემოდინებისგან. ისინი არანაკლები ოსტატობით ბლოკავენ ე.წ. "თვალს" და ჯადოს, რომელიც მათი პატრონის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება იყოს მიმართული.


ეზოთერიკოსები ურჩევენ მათ, ვინც საცხოვრებლის გამოცვლას აპირებს, ახალ სახლში პირველ რიგში კატას მისცენ გასეირნების ნება. თუ ისე მოხდა, რომ კატა ახალი საცხოვრებლის შეძენის შემდგომ თქვენი სახლიდან აუხსნელი მიზეზებით დაიკარგა, უნდა იცოდეთ - მან თავის თავზე აიღო ის ნეგატიური ენერგია, რომელიც თქვენს ახალ საცხოვრებელში იყო გამეფებული და ამიტომ წავიდა.

გამომდინარე იქედან, რომ კატები კოსმოსური ენერგიის თავისებური "გამტარები" არიან, მათ შეუძლიათ თქვენს სახლში კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობაც მოიყოლონ, თუ რა თქმა უნდა, თავად მფლობელის მიმართ გააჩნიათ დადებითი დამოკიდებულება. დააკვირდით, თუ თქვენი ფისო სახლის რომელიმე კუთხეს განსაკუთრებით სწყალობს და ხშირად ხედავთ იმ წერტილში მოკალათებულს ეს იმის ნიშანია, რომ მან ამ ადგილას ძლიერი ენერგოველი აღმოაჩინა. თუმცა მისთვის ამგვარი ენერგეტიკის განეიტრალება აბსოლუტურად მარტივი საქმეა.

უნდა გახსოვდეთ - თუკი ხეები ახდენენ ადამიანისთვის საშიში გამონაბოლქვის ტრასფორმაციას და ჟანგბადის სახით უბრუნებენ ადამიანებს, კატაც იმავე მეთოდით ახერხებს ნეგატიური მუხტი გადაამუშავოს და მფლობელს "გაწმენდილი სახით" დაუბრუნოს უკან.

ეზოთერიკოსები თვლიან, რომ თავად კატისთვის დამახასიათებელი ბიოველი უარყოფითი სახისაა, ამიტომაც იყო ძველ რუსეთში კატის გამოყენება აქტუალური თემა საცხოვრებლის შეცვლისას. სლავებს მიაჩნდათ, რომ კატას ახალ სახლში დაბუდებული ცუდი ენერგეტიკის "მიწებება" შეეძლო.

საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში კატებს მკურნალის თვისებებსაც მიაწერდნენ ექიმები თუ ექიმბაშები. თავში ნახსენები კატისთვის დამახასიათებელი ნეგატიური ბიოველი, მარტივად პოულობს ადამიანის სხეულში არსებულ სენს ან სატკივარს. რის შედეგადაც ალბათ ხშირად დაკვირვებიხართ, რომ კატებს უყვართ პატრონის სხეულის რომელიმე ნაწილზე წოლა. ეს კი ამაოდ როდი ხდება. ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, ამ მეთოდით იდეალურად გვაცილებს იმ ნეგატიურ ენერგეტიკას, რომლის გამოც სხვადასხვა ტიპის დაავადება ბუდობს ადამიანის ორგანიზმში.

დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ კატის იმ სახეობებს როგორიცაა - სკოტიშ ფოლდი, სპარსული, ბობტეილი, სფინქსი გააჩნიათ გაორმაგებული სახის მაგიური შესაძლებლობები.

ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ კატის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი ფერი, იმიტომ რომ კონკრეტული პროფესიის და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს განსხვავებული
ტიპის კატა ესაჭიროებათ.

Zooclub
ასე მაგალითად - შავი კატა მფლობელისკენ ოკულტურ შესაძლებლობებში წვდომის ნიჭს იზიდავს. მართალია, ფერის გამო მას ხშირად სდებენ ბრალს ნეგატიურობაში, მაგრამ რეალურად, შავი კატის მფლობელს ცხოვრებაში დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობები ეხსნება.

ჟღალი (მწითური) კატის პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი მზის ენერგეტიკას ატარებს, ანუ ინური ენერგიის მფლობელია. შესაბამისად, ასეთი კატა ხელს უწყობს თქვენს სახლში ბარაქის და ფინანსური სტაბილურობის შემოდინებას.

მონაცრისფრო-მტრედისფერი კატები სიყვარულის, კარგი ბედის და ოჯახური სიმყუდროვის მომტანებად ითვლებიან. შემთხვევითი როდია, რომ ტაილანდში ხშირად ჩუქნიან ამ ფერის კატას გასათხოვარ გოგონებს.

თეთრი კატა მთვარის ენერგეტიკის მფლობელია, შესაბამისად, მისი ენერგია იან საწყისს შეესაბამება. იგი მძლავრ სამკურნალო თვისებებს ფლობს. მას შეუძლია პატრონი დეპრესიის შემოტევისაგანაც იხსნას.

ჭრელი ე.წ. "ქოლორფოინთის" ტიპის კატები (სიამის კატა) ეზოთერიკოსების აზრით მფლობელთან წარმატებას, პოპულარობას, საყოველთაო სიყვარულს და ლიდერულ სტატუსს იზიდავს.


ხოლო შავ-თეთრი კატა თქვენს სახლს კარგი და ერთგული მეგობრების სიმრავლით აავსებს.

რაც შეეხება ვეფხვისებრ კატებს მათ მხოლოდ ქალბატონებისკენ მიუწევთ გული. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ასეთი კატა პატრონს ბედნიერ დედობაში, მალე დაფეხმძიმებაში და კარგ დიასახლისობაში ეხმარება.

astrologi.ge

რუსიკო
შავიც მყავს, კუსებურაც და მონაცრისფრო – მტრედისფერიც, აბსოლიტური სიმართლეა, რაც კატებზეა ნათქვამი, მათი მოფერებით და გართობით უხასიათობიდან გამოვდივარ და ვმშვიდდები.
ლინა
კატა ჭკვიანი, სუფთა, საყვარელი, თბილი, მკურნალი მეგობარია.
manana londonidan
უკვე დიდიხანია ვცხოვრობ ლონდონში,მყავს 3 კატა,ორი გოგო, და ბიჭი,სამივე განსხვავდებიან ერთმანეთისგან.მითვარს და მათაც ვუყვარვარ.და კიდევ ერთი,ადამიანი რომელსაც კატები არ უყვარს,ის უბრალოდ საცოდავი არსებაა,როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი არსებები არ გიყვარდეს.
ანდი
უზომოდ მიყვარს კატები ბავშვობიდან. კატებს შეუძლიათ შენი ტკივილი მიითვისონ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. მთავარია კატას უყვარდე და თვითონ მოვიდეს შენთან
manana-sh
მაია, დამიჯერე, ძალიან მალე ალერგიისგან განიკურნები, ამაში სწორედაც რომ ეს საყვარელი არსებები დაგეხმარებიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?