დღეს ზოოპარკში ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების სეზონი გაიხსნება
დღეს ზოოპარკში ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების სეზონი გაიხსნება
დღეს, 12:00 საათიდან თბილისის ზოოპარკში უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამით პირველი აქცია ჩატარდება.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ზოოლოგიურ პარკში ყოველ კვირა დღეს ცხოველების თავშესაფრებიდან უპატრონო შინაური ცხოველების გაყვანას მათი გაჩუქების მიზნით.

ცხოველები გასაჩუქებლად გამოყვანილები იქნებიან:

1. თბილისის მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრიდან;
2. „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA - ს თავშესაფრიდან;
3. თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ თავშესაფრიდან;
4. და სხვადასხვა უბნიდან.

გაჩუქების აქციები ტარდება წლის რამოდენიმე თვეს: გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.
ღონისძიებაზე გასაჩუქებლად გამოყვანილი იქნება ლეკვები, კნუტები,
ახალგაზრდა ძაღლები და კატები.

თბილისის ზოოპარკში „უსახლკარო ცხოველების გაჩუქების“ აქცია დაიწყო 2013 წელს. 2013 და
2014 წლებში თბილისის ზოოპარკში ჩატარდა 45 ღონისძიება და გაჩუქდა 252 უპატრონო ცხოველი.

2015 წელს ყოველ კვირა დღეს თბილისის ზოოპარკში „შინაური ცხოველების გაჩუქების“ აქციები გაიმართება.



აქციის ორგანიზატორები:
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA
www.gspsa.org.ge
,

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“.

პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაციები:
თბილისის ზოოპარკი
კომპანია ინვეტი

თბილისის ცხოველთა თავშესაფრები:
1. თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი
2. GSPSA - ცხოველთა თავშესაფარი
3. თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი


_ _ _
თბილისის ზოოპარკში ცხოველთა თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამა /ღონისძიება - სეზონის გახსნა
elene
სასურველია ხელშეკრულებები და მისამართებიც ჩაიწეროთ რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ, რადგანაც ლეკვები მეორე უკიდურებაში არ ჩავარდნენ, ხშირი შემთხვევაა რომ ნაჩუქარ ძაღლს ან კატას გზაშივე უშვებენ,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?