error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d2c118986b00777d22e968d5117d91c1.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!
კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!
სპეციალისტებმა საბოლოოდ დაამტკიცეს ის, რისიც კატის პატრონებს ქვეცნობიერად ყოველთვის სჯეროდათ. კატა მკურნალი ცხოველია და ეს სიმართლეა! 

10 განმარტება იმისა, რომ კატა არა მარტო ფუმფულა შინაური ცხოველი, არამედ ნამდვილი ექიმია, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს.

1. ვოლგოგრადის ინსტიტუტში ექსპერიმენტი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 25-მა სტუდენტმა, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდათ.

ცდისპირებს კატების მონაწილეობით პოზიტიური დოკუმენტური კადრები ჩაურთეს. ამასთანავე, მათ კატის კრუტუნს ასმენინებდნენ. პროცესი 3 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც ექსპერიმენტის მონაწილე გოგონებს წნევა დაურეგულირდათ, ხოლო ბიჭებს შედარებით შეუმცირდათ.

2. სპეციალისტებმა იგივე მოხალისე სტუდენტების გულის
მუშაობის რითმი შეამოწმეს -"ჩვენ პირველი კადრებისთანავე შევამჩნიეთ შინაგანი ცვლილება", - ამბობს ერთ-ერთი ცდისპირი. გარდა ამისა,
ექსპერიმენტი 100%-ით  ეფექტური იყო გოგონებისთვის, ხოლო ბიჭებისთვის უფრო ნაკლები, თუმცა, დადებითი შედეგის გარეშე არავინ დარჩენილა.

3. ისივე როგორც ექიმებს, კატებსაც აქვთ "წამლები" სხვადასხვა დაავადებისთვის. ეს აისახება კრუტუნის ტემბრისა და მისი სიძლიერის მიხედვით. კატები გრძნობენ, როგორ, სად და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იკრუტუნონ.

Zooclub

4. ადამიანები ხშირად აღწერენ სიტუაციებს, როდესაც კატები თავად გრძნობდნენ პატრონის მტკივნეულ ადგილს. ცნობილი საოპერო მომღერლის კატა ხშირად მკურნალობდა პატრონის მტკივნეულ ყელს - ის წვებოდა და კრუტუნებდა.

Zooclub

5. ერთ-ერთი მეცნიერის კატა, სახელად ალექსი, ახალი აღმოჩენისთვის ემზადება. ის გახდება სხვადასხვა დაავადების მთავარი იარაღი. სპეციალისტები გეგმავენ, ადამიანის სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დააყენონ გადამცემები და პაციენტს კატა დიდი ხნის განმავლობაში კალთაზე დაუსვან. სპეციალისტები თითქმის დარწმუნებულნი არიან თავიანთ თეორიაში - კატას შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია.

6. თითქმის ერთი წელია, დაწყებულია სისხლძარღვების მკურნალობა ახალი მეთოდით, რომელსაც "კატა-თერაპია" ეწოდება.

"თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანი სარგებლობს არა ერთი მკურნალობის საშუალებით. ამიტომ, თვითგანკურნებისთვის აუცილებელია, მოვიძიოთ ხელმისაწვდომი და სწრაფი  საშუალებები. ამ მხრივ, მოიაზრებიან კატებიც", - ამბობს ერთ-ერთი მეცნიერი.

7. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს 4 000 ადამიანი და აღმოაჩინეს, რომ კატის მფლობელთა ინფარქტის რისკი 30%-ით ნაკლებია.

Zooclub

8. უკვე დიდი ხანია, დამტკიცებულია, რომ კატა ერთ-ერთი საუკეთესო თერაპევტია დეპრესიის დროს. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანს დეპრესიის დაძლევაში დიდი ხანია, ფსიქოლოგებთან ერთად კატებიც ეხმარებიან.

Zooclub

9. სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების დროს, დადებითად მოქმედებს კატის ფაფუკი თითებით მასაჟი. ამ დროს ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. "კატის კრუტუნი ადამიანისთვის ქვეცნობიერად ასოცირდება ძილთან. ამ ხმიანობას ადამიანი მსუბუქ ტრანსში გადაჰყავს და ამშვიდებს მის ნერვებს", - ამბობს სპეციალისტი მინესოტას უნივერსიტეტიდან.

Zooclub

კატის პატრონების უმეტესობამ კარად იცის, რომ მისი ფუმფულა მეგობარი არა მარტო ულამაზებს ცხოვრებას, არამედ სიცოცხლეს რამდენიმე წლით უხანგრძლივებს.

ასევე იხილეთ:

რატომ ცოცხლობენ უფრო დიდხანს კატების მოყვარულები?

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?