სამი სიცოცხლე, სამი გზა, სამი ბედნიერება...
სამი სიცოცხლე, სამი გზა, სამი ბედნიერება...
"მე ყველაზე პატარა ვარ და ყველაზე ბევრს ვლაპარაკობ, ვხტუნავ და დავრბივარ, ვერავინ მეწევა... დედ-მამა არ მახსოვს.. არც რამე ცუდი მახსენდება, რადგან ისე მიყვარს სიცოცხლე, რომ მხოლოდ სიხარულსა და ბედნიერებას ვიტოვებ...

ერთადერთი, რაც მალინისფერის დანახვისას მახსენდება, არის რკინის ღობე და ცივი იZooclubატაკი, საიდანაც გავრბოდი, გავრბოდი... ყველას მივსდევდი - ყველა გამირბოდა... ბოლოს ერთ ყვითელთმიან გოგოს გავეკიდე... იმან ხელში ამიყვანა და…

მზე პირველად ჩემი თბილი სახლის აივნი
დან შევამჩნიე და სიცოცხლე სწორედ მაშინ დავიწყე...

მე პასპორტი მაქვს. იქ სახელად "მიმი" მიწერია, ისე ტოტონიკას, მიმიტოზავრს და მზის ნაპერწკალს მეძახიან... სახლში ბევრნი ვცხოვრობთ: ჩემი ორი ორფეხა, გოგო-ბიჭი ბასა და ხატულა და
კიდევ რამოდენიმე ფრთიანი, ფერადი, ფართხუნა ჩიტი… მაგრამ თამაშით უფრო ჩემსავით გადარეულ ერთ ორფეხას და ხატულას ვეთამაშები.. ბასა რაღაცნაირია, მშვიდი და შორიდან გვიყურებს ყველას. ხატუ ამბობს, რომ ბასა არ გვეფერება, თუმცა, ძალიან ვუყვარვართ. მეც მიყვარს ბასა. როდესაც მოდის ცხვირს ვულოკავ და ფეჩთან სულ მის გვერდით ვზივარ ხოლმე, ხან ისეთ ზღაპრებს გვიყვება, რომ მისი სმენა ერთ დიდ და გემრიელ ძვალად ღირს. ადრე ბასა ცუდად იყო, არ გვეთამაშებოდა, მაგრამ ახლა უკვე კარგადაა და ხანდახან ამხელა კაცი, ისე გამხიარულდება ხოლმე, ჩემზე პატარა მგონია.. რა კარგია!

ბასა დაბალი ტანის, რუხი 3 წლის ბიჭია. ყურებდაჭრილი ქუჩიდან მიიყვანეს ზუსტად იმ თავშესაფარში, სადაც მე ვიყავი ადრე. იქ 2 წელი იცხოვრა და მერე ჩვენმა ორფეხამ სახლში წამოიყვანა, აი როგორც მე. ხან ისე Zooclubჩაფიქრდება ხოლმე და შორიდან სათითაოდ გვიყურებს, რომ ვხვდები - ჩვენ განსაკუთრებული ბასა გვყავს და იგი ყოველთვის სიცოცხლის ფასად დაგვიცავს, მაგრამ ჩვენ ყველას ვუყვარვართ, რადგან ყველა გვიყვარს, ამიტომ ბასაც მშვიდადაა...

წლინახევრის ხატუ მშიშარა და კაპასი გოგოა. პატრონმა ის ეზოში იპოვა, მოუარა, აბანავა და "ტელევიზორში" დადო ფოტოები, მაგრამ ზაფხულში არავინ ისურვა ეტყობა სახლში ახალი მეგობრის მიყვანა და ხატუ დარჩა ბასასთან. ეზოში ეტყობა ხშირად ხედავდა უბნის ბიჭების შეკრებას და დღემდე მათი ხმა თუ ესმის იღრინება და თან იყურება აქეთ-იქით, რომ სადმე შეძვრეს და დაიმალოს. გაუვლისო 1 წელიწადში, ამბობდა იმ დღეს ჩვენი პატრონი. ხატულა დიდი ტანის პასპორტიანი გოგოა, დახატული თვალებითა და პრიალა და ფუმფულა კუდით. სირბილი გვიყვარს. ერთანეთის გარეშე სასეირნოდ ჯერ არასოდეს ჩავსულვართ. მიყვარს ეს გასვლები. ერთად მივდივართ დაზვერვაზე, რომელიმე თუ რამეს ვიპოვით, მერე ერთანეთს დავსდევთ წასართმევად. ჰაერზე კარგია, თან რამდენი მეგობარი გავიცანი.. ჰო, კარგია სირბილი ქართან და ხატუსთან ერთად...Zooclub
ლეკვობაში მე ვიყავი თურმე უნაკლოდ თეთრი და მერე ნელ-ნელა ჭორფლები აღმომაჩნდა. ჯერ რაღაც ტერიერის მეტისი ვეგონე, მერე თქვეს პოინტერის მეტისიაო. დიახ, მე მონადირე და კარგი მორბენალი ვარ! ხატულასაც კი ვუსწრებ ხოლმე ხანდახან... ისე გვიყვარს მინდორში სირბილი. პატრონი ზის და გვიყურებს - ჩვენ კი აღმა-დაღმა დავქრივართ. ნავარდი ყველა ძაღლის ბედნიერებაა.

სირბილის და ძვლის მერე იცით რა გვიყვარს ყველაზე მეტად?გამათბობელთან მიმსხდრებს პატრონი რომ წიგნს გვიკითხავს. დიახ, დიახ! ჩვენ "სითბოსა და სიყვარულის ხამები" ვართ! და სწორედ ეს არის ჩვენი ძალა!
ახლა ჩემი პირველი ზამთარია.. ხატუ და ბასა მიყვებოდნენ, რომ რაღაც თეთრი უნდა წამოვიდეს ციდან, ძალიან ლამაზიაო და შეგიძლია, კიდეც ჭამოო. რა ვიცი აბა.. იჭმევა ნეტა?! მაგრამ ლამაზი იქნება ალბათ რაღაც თეთრი რომ ცვივა და ცვივა გახსნილი ზეციდან...
Zooclub
იმ დღეს ტელევიზორში ვუყურეთ, როგორი სიხარულით ხვდებიან ცუგები ჯარიდან დაბრუნებულ პატრონებს.. სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ, ჩვენ ხომ ჩვენს ორფეხას ყოველ საღამოს დაბრუნებისას ვხვდებით ასე… უჰ, რა მაგარია, როცა ბრუნდება და ვთამაშობთ და სათამაშოებს დავარბენინებთ ოთახებში!

ახლა საღამოა. მგონი ყველა თვლემს. ბოლო დროს უფრო და უფრო კარგ სიზმრებს ვხედავ. პატრონი დაგვპირდა, რომ ეზოიანი სახლი გვექნება და სიზმარში სულ ვხედავ ამ სახლს და ეზოს, სადაც სამივეს ჩვენ-ჩვენი კოხტა სახლი გვაქვს, დავქრივართ და აკლებული გვაქვს იქაურობა.. უჰ, ისე მინდა მალე ამიხდეს ეს სიზმარი!

სახლი ჩვენი სიმშვიდეა, სიმყუდროვე, სიტკბო და სითბოა და მე ჩემებს ყოველთვის დავიცავ! მათ გარდა ხომ არავინ გამაჩნია?! ჩვენ ბედნიერებისთვის დავიბადეთ და ძალიან ბედნიერები ვიქნებით! 

ეს ჩემი ოჯახია!"


Zooclub

_ _ _
2 წელი გავიდა მას მერე, რაც ტოტონიკამ ეს ამბავი მოგვითხრო..
სწორედ 2 წელი მათთან ერთად მეოთხე, მონადირის მეტისი სახელად დადულინა ცხოვრობს. მშვიდი ხასიათის ძუ ძაღლი, რომელიც სამივემ თავის ოჯახში სიხარულით მიიღო.

აი ეს ოჯახი დღეს:

Zooclub
ნუცა ფისო
რა საყვარელი ცუგები არიან
linda
საუკეთესო ძაღლები, საუკეთესო პატრონის ხელში :) კარგები. მოვლილები, ლამაზები... ჭკვიანები.. ტყუილად კი არ უკითხავს წიგნებს პატრონი..:) .. გაიხარეეეეეეეეეეეეეეეთ . ღმერთმა აგიხდინოთ ოცნება და სიზმარი ეზოიანი სახლის შესახებ და ალბათ მეც დამპატიჟებთ ჩემი ძაღლებიანად ..
ნინო
გაიხაროს თქვენმა პატრონმა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?