მოერიდეთ "ოსკარს"
მოერიდეთ "ოსკარს"
იდუმალი კატა, სახელად ოსკარი მოხუცთა თავშესაფრის ბინადარია. მან არა ერთხელ აჩვენა ექიმებს თავისი საოცარი უნარი. მას შეუძლია გამოიცნოს ადამიანის სიკვდილის მოახლოება.

50-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც ოსკარი მისულა პაციენტთან გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. ის უახლოვდება მომაკვდავს და ბოლო წუთებს მასთან ატარებს.

Zooclub

ამ უნიკალური კატის შესახებ პირველად გაახმაურა დევიდ დოსმა, რომელიც როდ-აილენდის (აშშ) მოხუცთა თავშესაფარში ექიმად მუშაობს. მისი თქმით, ოსკარი იშვიათად თუ შემცდარა თავის "წინასწარმეტყველებაში". ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექიმები შემცდარან პაციენტის მდგომარეობაში, თუმცა, კატა ზუსტად ხვდებოდა, როდის აქვს ავადმყოფს სიცოცხლის ბოლო წუთები.

Zooclub

კატის საოცარი უნარის შესახებ პირველად "New England Journal of Medicine "-ში დაიწერა. მას შემდეგ, თავშესაფრის ბინადარმა
არა ერთი პაციენტის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა.

დევიდმა ოსკარს წიგნიც კი მიუძღვნა ("Making rounds with Oscar: The extraordinary gift of an ordinary cat") . ექიმმა ნათლად აღწერა ცხოველის ქცევები პაციენტებთან მიმართებაში. წიგნში გადმოცემულია, როგორ დადის კატა ოთახებში, ის თითქმის არ ეკონტაქტება მოხუცებს, მაგრამ თუ ვინმეს მიუახლოვდა და მიეკრო, დიდი ალბათობაა, რამდენიმე საათში ან რამდენიმე წუთში ის ადამიანი გარდაიცვალოს.

Zooclub

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ მომაკვდავი პაციენტის კარი დახურულია, ის აწვება კარს, რომ ოთახში შევიდეს.

წიგნში  ოსკარის უცნაური თვისების შესახებ არა ერთი მაგალითია მოყვანილი. 
"ერთხელ ოსკარი მიუახლოვდა მოხუცს, რომელსაც ფეხზე ტრომბი ქონდა, დაუწვა ფეხებთან, პაციენტი კი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა."

იმისთვის, რომ ექიმებს ცდა ჩაეტარებინათ ცხოველის უჩვეულო საქციელზე, ექთნებმა სცადეს ოსკარი მიეყვანათ იმ პაცინტის საწოლზე, რომელიც, მათი თქმით, მალე უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ კატა გადმოხტა საწოლიდან და სხვა მოხუცის საწოლზე ავიდა. ადამიანი, ვისთანაც ოსკარი დაწვა, იმავე საღამოს გარდაიცვალა. პაციენტმა, რომელთანაც ოსკარი მიიყვანეს, კიდევ რამდენიმე დღე იცოცხლა.

Zooclub

ექიმი დოსა არ ცდილობს, რაიმე სამეცნიერო ახსნა მოუძებოს ამ ფაქტს, თუმცა, ჯილი გოლდმანის თქმით ( ცხოველების ქცევის კორექციის სპეციალისტი), კატა ყურადღებას ამახვილებს პაციენტის მდგომარეობაზე და მისი დაავადების სირთულით ირჩევს ადამიანებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ შინაური კატებიც გრძნობენ, როდის ხდება მათი პატრონი ავად. 

ასევე იხილეთ:

უსახლკარო კატამ "სიცოცხელე დაუბრუნა" მამაკაცს, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად ჩათვალეს

კატა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა...

გარდაცვლილი კატა, დაკრძალვიდან 5 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?