თავხედი კენგურუ სახლში შეიჭრა, მოურიდებლად დაწვა საწოლში და გემრიელად გამოიძინა
თავხედი კენგურუ სახლში შეიჭრა, მოურიდებლად დაწვა საწოლში და გემრიელად გამოიძინა
ჰილსების ოჯახმა, ქალაქ მელბურნიდან (ავსტრალია), მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა. მათ ავსტრალიის სხვადასხვა კუთხე მოინახულეს. ოჯახი მატარანკას ჩრდილოეთ ტერიტორიის კოტეჯებში დაბინავდა. მათ ძალიან მოეწონათ ველურ ბუნებასთან სიახლოვეს ყოფნა. მამა-შვილი სათევზაოდ წავიდა, ხოლო 48 წლის დედა კოტეჯში დარჩა. მან ვერანდაზე რუჯი მიიღო, ხოლო შემდეგ აბაზანაში შევიდა და როდესაც საძინებლის კარი შეაღო, ეს უცნაური არსება საწოლზე ნებივრობდა.

ვალაბი (პატარა ზომის კენგურუ) უცერემონიოდ წამოწვა საწოლზე და სანამ ქალი ცდილობდა გაეცნობიერებინა, თუ რამდენად უვნებელი იყო ეს არსება, თავხედი ჩანთოსანი მყუდროდ მოკალათებას ცდილობდა.

Zooclub

კენგურუს მალე ჩაეძინა, ხოლო ქალი ცდილობდა, არ
ეხმაურა. ასე გავიდა ერთი საათი. დიასახლისი ნაბიჯებს ფრთხილად დგამდა, რათა დაუპატიჟებელი სტუმარი არ შეეწუხებინა.

Zooclub

როდესაც
მამა-შვილი კოტეჯში დაბრუნდნენ, ვალაბის დანახვისას ბევრი იცინეს, ხმაურზე ცხოველმა გაიღვიძა. უკმაყოფილო სტუმარი ფანჯრიდან გადახტა და ხეებით დაფარული ტერიტორიისკენ გაუჩინარდა.

Zooclub

ამ მოგზაურობიდან ოჯახს სხვა სასიამოვნო ფაქტების გარდა, კენგურუს ამბავიც მნიშვნელოვნად გაახსენდებათ. ეს ავსტრალიაა, აქ ყველაზე უცნაური ცხოველები, თავიანთი უცნაური ხასიათით ბინადრობენ.

ასევე იხილეთ:

კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა

სამშენებლო მოედანზე გამოჩენილმა კენგურუმ მუშაზე იერიში მიიტანა

ავსტრალიაში კენგურუმ მონადირე ნოკაუტში ჩააგდო…
gela
ქალთან ერთად ეძინა, თუ მარტო?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?