პატრონმა თავის ძაღლებს გაუკეთა კომფორტული სახლი, რომელსაც მისაღები ოთახი და საუნა აქვს
პატრონმა თავის ძაღლებს გაუკეთა კომფორტული სახლი, რომელსაც  მისაღები ოთახი და საუნა აქვს
ჩინეთში მცხოვრებმა მამაკაცმა "ბატონმა ჩჟოუმ" ძალიან განიცადა თავისი ერთ-ერთი ძაღლის სიკვდილი და გადაწყვიტა სამი ძაღლისთვის, რომლებიც ასევე მასთან ბინადრობენ, სუპერ კომფორტული პირობები შეექმნა. მან შინაური ცხოველებისთვის მყუდრო და თანამედროვე სახლი გააკეთა. ასევე მოუწყო ეზო, რომელიც ულამაზესი ყვავილებით გააფორმა. მეტიც, მამაკაცმა ცხოველების  სახლის შესასვლელთან ძაღლის ფორმის ქვის სკულპტურებიც განათავსა.

ძაღლების სახლში და მის ტერიტორიაზე ყველა საჭირო პირობაა: სპა ცენტრი, კონდიცირება და მეტიც, ცხოველებისთვის სასრიალო.

ძაღლების სახლის ნაწილი აშენებულია ჩინურ სტილში, ხოლო მეორე მხრიდან აღჭურვილია თანამედროვე ნივთებით. შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილია სათამაშოებით სავსე აუზი. ასევე
- საუნა, სადაც ძაღლებს შეუძლიათ, სველი ბეწვი გაიმშრალონ.

Zooclub

ბატონი ჩჟოუ ჩინეთის პროვინცია ძიანსუში თავის საყვარელ
ბინადრებთან - ბულდოგთან, ჰასკისთან და შიბა-ინუსთან ერთად ცხოვრობს.

მამაკაცს ჰყავდა კიდევ ერთი ძაღლი, რომელიც შხამიან ნივთიერებასთან შეხების შედეგად მოკვდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ჩჟოუმ გადაწყვიტა, თავისი სამი ბინადრისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა. მან "ძაღლების სასახლის" აშენებაში 4 000 დოლარზე მეტი დახარჯა.

Zooclub

ძაღლებს თავიანთი სახლის მეორე სართულზე საკუთარი მისაღები ოთახიც აქვთ, კედელზე ოჯახური ფოტოთი გაფორმებული. ამასთანავე, სახლში სამი საძინებელია.

Zooclub

ცხოველების საცხოვრებელი აღჭურვილია გათბობის სისტემით, რათა ზამთარში ძაღლებს არ შესცივდეთ, ხოლო ზაფხულში მათ შეუძლიათ იცურონ აუზში, რომელიც ყოველდღე იწმინდება.

Zooclub

იმისათვის, რომ შინაური ცხოველების იდილია ვინმემ არ დაარღვიოს, კრეატიულმა პატრონმა ეზოს შესასვლელში დიდი კარიკატურული საფრთხობელა დააყენა.

წყარო: mirror.co.uk

ასევე იხილეთ:

პატრონმა თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლს თავად გაუკეთა სახლი, რომელიც ერთოთახიან ბინას ჰგავს

გოგონამ გომბეშო აიყვანა და მას ისეთი კომფორტი მოუწყო, რასაც ბევრი ინატრებდა

ძაღლებისთვის განკუთვნილი საოცრად კომფორტული სახლი, რომელსაც ფანჯრები და აივანი აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?