კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა
კენგურუმ თავის გადამრჩენელთან შვილი მიიყვანა და გასაზრდელად დაუტოვა
ცხოველები ყოველთვის მადლიერნი არიან ადამიანებისა. მათ ახსოვთ ის სიკეთე, რასაც ვუკეთებთ - ეს ვალაბიც (საშუალო ზომის კენგურუ) სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება.

ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც ავსტრალიაში უმწეო ცხოველებს ეხმარება,  განათავსა ვალაბის ფოტოები, რომელსაც 5 თვის ასაკში დედა მოუკვდა, ხოლო უმწეო კენგურუ მან სახლში წაიყვანა და გაზარდა.

კეთილი ადამიანი პატარა ცხოველზე რამდენიმე თვის განმავლობაში ზრუნავდა, ხოლო შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნა. მას შემდეგ, ის ხშირად სტუმრობდა თავის გადამრჩენელს და მეტიც, კარზე კაკუნით ანიშნებდა, რომ სახლში შეეშვა.

Zooclub

რამდენიმე კვირიანი გაუჩინარების შემდეგ, კენგურუ მეწყვილესთან
ერთად  მეგობარს კვლავ ესტუმრა, ხოლო შემდეგ თავის ახალშობილთან ერთად მივიდა. გაგიკვირდებათ, თუმცა, მან შვილი ქალს
დაუტოვა, ხოლო თავად ველურ ბუნებაში დაბრუნდა.

დედა ვალაბი შვილის მოსანახულებლად ხშირად ბრუნდება გადამრჩენლის სახლში.

Zooclub

"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი გადარჩენილი არსება ასე ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას, სტუმრად მოდის და შემდეგ შვილსაც გიტოვებს."- წერს ცხოველთა მოყვარული.

ქალს არაერთი კენგურუ ჰყავს გადარჩენილი და ველურ ბუნებაში დაბრუნებული. მისი თქმით, მამრი კენგურუები არასოდეს ბრუნდებიან, თუმცა, მდედრები ცდილობენ იმ ტერიტორიის სიახლოვეს იყვნენ, სადაც გაიზარდნენ.

Zooclub

"მან დიდი ხანი იცხოვრა ჩემს სახლში. ალბათ ხვდება, რომ მისი შვილიც ჩემთან დაცული იქნება და ამიტომ მომანდო პატარას გაზრდა."- წერს  მომვლელი.

ასევე იხილეთ:

3 წლის შემდეგ გველი სახლში ესტუმრა იმ ადამიანს, რომელმაც პატარაობაში გადაარჩინა

კაცი, რომელსაც არაერთი დათვი გადაურჩენია და გაუზრდია

ეს პინგვინი ყოველთვის ბრუნდება იმ ადამიანთან, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა
ნანა
აუუ მინდა რიდითის ადგილზე ვიყო რა საყვარლები არიაან
ნანა
და ჩვენ ამათ ცხოველებს ვუწოდებთ?
manana-sh
გენაცვალეთ თქვენ, რა საყვარლები არიან!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?