სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ როგორ მოქმედებს ძაღლის საძინებელში ყოფნა პატრონის ძილის ხარისხზე
სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ როგორ მოქმედებს  ძაღლის საძინებელში ყოფნა პატრონის ძილის ხარისხზე
ამერიკელმა სპეციალისტებმა კლინიკა მეიოდან აღმოაჩინეს, რომ პატრონის საძინებელში შინაური ცხოველის ყოფნა აუმჯობესებს ძილის ხარისხს, თუმცა, არსებობს ნიუანსებიც.

5 თვის განმავლობაში მკვლევარები სწავლობდნენ, თუ როგორ ეძინათ 40 ზრდასრულ ადამიანს საძინებელში ძაღლებთან ერთად. მათგან არცერთი ცდისპირი უძილობით არ იტანჯებოდა.

ექსპერიმენტის პერიოდში მოხალისეებსა და მათ ძაღლებს ეკეთათ სპეციალური გადამცემები, რაც სპეციალისტებს მათ მდგომარეობას მთელი ღამის განმავლობაში ატყობინებდა.

კვლევის თანახმად, ძაღლები პატრონს ძილში უკეთ ეხმარებიან - არ აქვს მნიშვნელობა მათ საძინებელში პატარა ზომის შნაუცერი იქნება თუ უზარმაზარი დოგი. თუმცა, არსებობს ერთი მთავარი გარემოება: ძილის
ხარისხი უმჯობესდება მხოლოდ იმ დროს, თუ ცხოველს სძინავს საძინებელში და არა თქვენს საწოლში.

ექსპერიმენტის შედეგად
აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ ადამიანებში, რომლებსაც ძაღლებთან ჩახუტებული ეძინათ, ძილის ხარისხი იკარგებოდა.

Zooclub

"დღის განმავლობაში, პატრონების უმეტესობა სახლიდან გასულია და შინაურ ცხოველთან ნაკლები კონტაქტი აქვთ, ამიტომ მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო დაუთმონ  ოთხფეხა მეგობრებს. ძაღლის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ბინადრის საწოლი საძინებელში მოაწყონ. ეს დადებითად აისახება, როგორც პატრონებზე, ისე მათ ბინადარზე", - ამბობს კვლევის ავტორი და მედიცინის დოქტორი ლუის ქრანი.

შენიშვნა: ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ძაღლის საწოლში ძილით პატრონი თავისუფლდება შფოთისა და სტრესისგან.

ასევე იხილეთ:

7 მოულოდნელი მიზეზი, რატომ უნდა ეძინოს ძაღლს პატრონის გვერდით

მეცნიერების დასკვნით, ძაღლებს ადამიანების საუბარი კარგად ესმით

გინდა იყო აქტიური და ჯანმრთელი? აიყვანე ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?