კატა უცნაურად კნაოდა და დედას ანიშნებდა, ბავშვების ოთახში გაყოლოდა
კატა უცნაურად კნაოდა და დედას ანიშნებდა, ბავშვების ოთახში გაყოლოდა
"ჰარბი არა მარტო შინაური ბინადარი, არამედ ჩვენი გადამრჩენელიც არის", - ამბობს კატის პატრონი. 

როდესაც აშშ-ში მცხოვრებმა ჯენი დემარტინმა ცხოველთა გადარჩენის ცენტრიდან კატა აიყვანა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ოთხფეხა ბინადარი მისი 3 წლის გოგონას სიცოცხლეს გადაარჩენდა.

მარტოხელა დედამ ბავშვები საწოლში დააწვინა და მძიმე დღის ბოლოს თავადაც დასაძინებლად დაწვა. როდესაც კარზე ფხაჭუნი გაიგო, საწოლიდან წამოდგა და კარი გააღო. კატა უცნაურად კნაოდა და მშობელს ბავშვების ოთახისკენ გაყოლას ანიშნებდა.

"ის მიუახლოვდა ბავშვების ოთახს. როდესაც კარი გავაღე, პირდაპირ სამი წლის იზაბელასთან მივიდა. ბავშვს თითქოს ეძინა, მაგრამ
მიახლოებისას დავინახე, რომ მთელ სახეზე ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. ის თითქმის აღარ სუნთქავდა", - ამბობს ჯენი.

საბედნიეროდ,
მშობელი დროულად შევიდა ბავშვის ოთახში. მან იზაბელას მოხსნა ნაჭერი და ნელ-ნელა ბავშვმა სუნთქვა დაიწყო.

"ჰარბი ჩემთან რომ არ მოსულიყო, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა. მან ჩემი გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა", - ამბობს ჯენი.

Zooclub

კატის სახლში მოყვანით, ჯეინი ფიქრობდა, რომ ოჯახი შეიძენდა მოსიყვარულე, თბილ არსებას, რომელიც ბავშვებთან ერთად ითამაშებდა, თუმცა, მას არასოდეს უფიქრია, რომ ეს ცხოველი მათი "მფარველი ანგელოზი" და გადამრჩენელი გახდებოდა.

დღეს ჰარბი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და მან პატრონების სიყვარული მართლაც, რომ დამსახურებულად მოიპოვა.

ასევე იხილეთ:

კატამ საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონი მძარცველებისგან იხსნა

ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია

პატრონი შოკში იყო, როცა ძაღლმა უკბინა, თუმცა მალე დაინახა ნამდვილი საშიშროება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?