პატრონი შოკში იყო, როცა ძაღლმა უკბინა, თუმცა მალე დაინახა ნამდვილი საშიშროება
პატრონი შოკში იყო, როცა ძაღლმა უკბინა, თუმცა მალე დაინახა ნამდვილი საშიშროება
პეთჩი დევისების ოჯახის საყვარელი ძაღლია, რომელიც ვანკურვეში (ვაშინგტონის შტატი) პატრონებთან ერთად ცხოვრობს. ენდრიუ და კლარა დევისები პატარები იყვნენ, როდესაც მშობლები ძაღლის აყვანაზე დაითანხმეს. სწორედ მას შემდეგ გახდა პეთჩი მათი ოჯახის წევრი, თუმცა, რამდენიმე წლის  შემდეგ ბავშვის მშობლები - ნოლა და რიჩარდი მიხვდნენ, რომ ძაღლის შერჩევისას შეცდომა დაუშვეს, რადგან შინაური ბინადარი ძალიან დიდი ზომის გაიზარდა და მისი ადგილი სახლში აღარ იყო.

მშობლებმა ბავშვებს უთხრეს, რომ ძაღლს დიდი სივრცე სჭირდებოდა. მათ პირობა დადეს, რომ პეთჩის საუკეთესო ოჯახში გააჩუქებდნენ.

Zooclub

ბავშვებმა უფროსების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, თუმცა,
მშობლები პეთჩის მხოლოდ რამდენიმე დღით დატოვებაზე დაითანხმეს.

Zooclub

შემდეგ დღეს მომხდარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ნოლა სახლში
მარტო იყო. მან აბაზანის მიღება გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდა, როდესაც კარი გაიღო და სააბაზანო ოთახში პეთჩი შევარდა. ძაღლს იქამდე მსგავსი არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ქალი ძაღლის გაგდებას ცდილობდა, თუმცა, ცხოველი არ ტოვებდა - ტრიალებდა პატრონის სიახლოვეს და წკმუტუნებდა, ხოლო ამის შემდეგ სასწაული რამ გააკეთა: პეთჩი მივარდა ნოლას და მხარზე უკბინა, თითქოს წასვლას სთხოვდა.

უდავოა, ძაღლს რომ კბენა სდომოდა, ქალი ხელის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ ნოლა შეშინდა და სწრაფად ამოვიდა აბაზანიდან. სწორედ მას შემდეგ შეძლო დაენახა, თუ რა ხდებოდა ოთახებში. სახლის კედელს ცეცხლი ეკიდა.

Zooclub

ძაღლი და პატრონი ერთად გაიქცნენ სახლიდან ეზოში. სახლის სიახლოვეს მანქანა იყო გაჩერებული, ნოლა მანქანისკენ გაიქცა, მაგრამ პეთჩი გადაეღობა ქალს და მისი წაქცევა სცადა. რამდენიმე წამში შენობის სახურავის ნაწილი გადმოვარდა და მანქანას დაეცა.

პეთჩიმ სწორედ იმ დროს იხსნა სიკვდილისგან საკუთარი პატრონი, როდესაც მისი გასხვისება სურდათ. ამ ფაქტის შემდეგ ოჯახს აღარ უფიქრიათ ოთხფეხა მეგობართან განშორება. ნამდვილი მეგობრისა და გადამრჩენელისთვის სახლში ყოველთვის მოიძებნება ადგილი.

Zooclub

დაზღვევამ ოჯახს ახალი სახლი გადასცა, სადაც პეთჩი საყვარელ ადამიანებთან ერთად  იცხოვრებს.

ასევე იხილეთ:

"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."

ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა

ხანძრის დროს ძაღლი ახალშობილს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა

dendi
ქატო იქა ფქვილი აქა
noe
მიხვდა რომ გაჩუქებას უპირებდნენ და სახლს ცეცხლი წაუკიდა...
hm
გადავირიე, ამატზე ერტგული არავნაა ტან როგორ გრზნობენ ყველაფერს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?