"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."
"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."
როდესაც მამაკაცი მაღაზიიდან სახლში დაბრუნდა, უეცრად შეამჩნია, რომ მისი სახლის ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა. ის მაშინვე სახლისკენ გაიქცა, სადაც თავისი ძაღლი, სახელად დიჩი, იმყოფებოდა.

ინციდენტი მოხდა როტერფორდში (ავსტრალია), სადაც მარკ ბუდნერი თავის 4 წლის ძაღლთან ერთად ცხოვრობდა.

"როცა ჩემი სახლი კვამლში დავინახე, ძალიან შემეშინდა, რადგან დიჩი სახლში იყო. არც კი დავფიქრებულვარ, ისე შევვარდი სახლში. საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, დიჩი რომ დამწვარიყო."- ამბობს მარკი.

მამაკაცი სახლში შევარდა, თუმცა, ორჯერ უკან დახევა მოუწია საშინელი კვამლისა და ცეცხლის გამო. მესამე ცდაზე ის შევიდა და
უეცრად ფეხი რაღაცას წამოკრა, საბედნიეროდ, ეს იყო დიჩი.

მან აიყვანა ძაღლი და სამშვიდობოს გაიყვანა. დიჩი
უგონო მდგომარეობაში იყო, ექიმების თქმით, მან ბევრი კვამლი ისუნთქა. საბედნიეროდ, პოლიცია, მეხანძრეები და ექიმები შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ.

მარკი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ძაღლი გადაარჩინა.

Zooclub

"სასწრაფო დახმარება დროულად რომ არ მოსულიყო, ჩემი ძაღლი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანების."- ამბობს ძაღლის პატრონი.

დიჩი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
"მე დავკარგე ავეჯი, ტანისამოსი, უამრავი საჭირო ნივთი, თუმცა,  ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ძაღლი გადარჩა. ეს ჩემთვის უმთავრესი იყო",- ამბობს მარკი.

ასევე იხილეთ:

მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...

ერთი შეხედვით, ძაღლი კნუტს თითქოს ზიანს აყენებს ...

კნუტს სპეციალური ჩაფხუტი გაუკეთეს, რათა არ მომკვდარიყო

lali
სამწუხაროდ ასეთი ბოროტი ადამიანი ჩვენთანაც ბევრია, უმრავლესობა ასეთია. როცა რამდენიმე უპატრონო ძაღლს მოვიჩვევ და ეზოში ვაჭმევ, შიმშილით რომ არ დაიხოცნონ, ეგრევე საჩივრებს წერენ და ბედნიერები არიან როცა თავშესაფრის ხალხს მიყავთ ქუთაისში, სადაც ციხეზე უმძიმესი პირობებია და ათას საშინელებას ყვებიან ამ თავშესაფარზე. ამ ძაღლების დარდით სიცოცხლე გამინახევრდა და არ ვიცი რა გავაკეთო, რით დავეხმარო მათ
liza
ადამიანებიც ასეთივე ჭკვიანი, დამოსიყვარულე და ერთგულები რომ იყვნენ სამოთხეში ვიცხოვრებდი.
mari
ერთი საინტერესო და ბრძენი ძაღლი მომეჩვია, ცხელა -წყალი და საჭმელი მივეცი, ისიც ხომ ცოცხალი არსებაა?? მტერს არ დაუკავებს ადამიანი ლუკმას, მთელი მეზობლები დამიპირისპირდნენ და საჩივრები დაწერეს , გამოიძახეს სამაშველო სამსახური, ათასი რამე დასწამეს საცოდავ ძაღლს,ვითომ ავია და ხალხისკენ იწევსო, ის კი თათის ჩამორთმევით და ნაღვლიანი თვალებით შეხვდა ამ სამსახურის თანამშრომლებს, შეხვდა და მონუსხა თავისი თბილი ალერსით, ეხლა კი მივხვდით ვინ არის ავი,უფრო მეზობლები ვიდრე ძაღლიო! შეადგინეს ოქმი და წავიდნენ. ღმერთმა გაახაროს ყველა კეთილშობილი ადამიანი.
866-s
გეთანხმებით, ჩემს ყურშას ვერ ვივიწყებ 16 წლის ასაკში გარეწარმა ადამიანმა მიმიკლა, შეეძლო მაგრამ მანქანა არ ააცილა, მთელი თვე ვუვლიდი მაგრამ ამაოდ...
866
საყვარელი ძაღლები ადამიანივით არიან პატრონებისთვის, იგივე ოჯახის წევრები და პატრონს ის ეცოდება იმიტომ რომ ის პირუტყვია და ბევრი რამე გაუგებარი რჩება, მათი წასვლა ამ ქვეყნიდან ისეთივე მძიმეა პატრონისთვის, როგორც რომელიმე ოჯახის წევრის, ძაღლის ჰყოლა კარგია, მაგრამ მისი დაღუპვა მოუნელებელია, დრო არ კურნავს და არც ახალი ძაღლი წინას ვერ შეცვლის. ასეა ეს ჩემო ბატონებო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?