მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...(+ფოტო)
მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...(+ფოტო)
ვეტ-ექიმები დღემდე ცდილობენ ძაღლის გადარჩენას, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ბოქსიორი ჯიშის ძაღლი, სახელად კარმენი სახლში გაჩენილი ხანრძრისგან დაზარალდა. მისი პატრონი უგონო მდგომარეობაში იყო, ძაღლი კი ცდილობდა მის ეზოში გამოყვანას, ის პატრონის ტანსაცმელს ექაჩებოდა, თუმცა, მხოლოდ შემოსასვლელ კარამდე შეძლო მისი გამოყვანა, რადგან ძალა აღარ ეყო.

როდესაც მაშველები მივიდნენ და სახლის კარი გააღეს, დაინახეს იატაკზე მწოლიარე უგონოდ მყოფი მამაკაცი, რომელსაც სახეზე ძაღლი ეფარებოდა, რათა კვამლისგან დაეცვა.

"ძაღლი ინსტიქტურად ხვდება, როდის არის მისთვის საშიშროება და თუ გამოსავალი არის, ის ყოველთვის მირბის იმ ადგილიდან.
კარმენს შეეძლო გაქცევა, თუმცა, მისი პატრონი გასაჭირში არ დატოვა და მეტიც, თავისი სიცოცხლის ფასად პატრონს
სახეზე გადაეფარა, რათა კვამლისგან დაეცვა."- ამბობს ძაღლის ვეტერინარი მარლო ანდერსონი.

33 წლის ბენჯამენ ლადფორდი იყო ძაღლის პატრონი, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

ძაღლის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთი კვირის განმავლობაში ის ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, სუნთქვის აპარატი მოსხნეს, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

Zooclub

"ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ჩემს ძმას კარმენი უყვარდა და კარმენსაც მის გარდა არავინ ყავდა."- ამბობს გარდაცვლილის და ემილი.

Zooclub

კარმენი დღემდე იბრძვის სიცოცხლისთვის, ხოლო ვეტერინარები მის გადასარჩენად ძალებს არ იშურებენ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი პოლიციის მანქანას გზას აჩვენებს, რათა თავისი ოჯახი ხაძრისგან იხსნას

მეხანძრემ ცეცხლმოკიდებული სახლიდან მომაკვდავი ძაღლები გამოიყვანა

ესპანელმა მეხანძრემ ლეკვს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა


nana
გადარჩა
tako
გული მეტკინა :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?