ესპანელმა მეხანძრემ ლეკვს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა (+ვიდეო)
ესპანელმა მეხანძრემ ლეკვს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა (+ვიდეო)
ამ ესპანელ მეხანძრეს, რომელმაც ლეკვი ხელოვნური სუნთქვის ჩატარების შედეგად გადაარჩინა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ანგელოზი" შეარქვეს.

42 წლის კარლოს არანა, ვალენსიის ქალაქ საგუნტოში, ცეცხლის ჩასაქრობად გამოიძახეს. ხანძარი კორპუსში გაჩნდა. მას შემდეგ, რაც ცეცხლი ჩააქრეს, მაშველებმა სახლში უგონოდ მყოფი იორკშირული ტერიერის 2 თვის ლეკვი და შეშინებული 10 წლის პუდელი შეამჩნიეს. იგი ლეკვის სიახლოვეს წკმუტუნებდა.

კარლოსმა ლეკვი გარეთ გამოიყვანა და მაშინვე დაიწყო გულის მასაჟის გაკეთება ჟანგბადის ნიღბის დახმარებით. მაგრამ ეს არ შველოდა. მაშინ მან ლეკვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.

Zooclub

კარლოსი ტერიერს 5 წუთის განმავლობაში შეუჩერებლივ უტარებდა
გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას. საბედნიეროდ, კარლოსის დიდი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ლეკვი გადარჩა.

პუდელი და
პატარა ტერიერი, ამჟამად ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. კარლოსს კი ვალენსიის ნამდვილ გმირს უწოდებენ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?