ხანძრის დროს ძაღლი ახალშობილს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა
ხანძრის დროს ძაღლი ახალშობილს გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა
პატარა გულადმა ძაღლმა პოლომ არ მიატოვა 8 თვის ვივიენი და ცეცხლისგან დასაცავად მას საკუთარი სხეულით გადაეფარა. გოგონა სწორედ ამის წყალობით გადარჩა. პოლომ საშინელი დამწვრობა მიიღო და დაიღუპა…

wbaltv.com-ის ცნობით, ხანძარი წინა კვირას ბალტიმორში (მერილენდის შტატი) მოხდა. გოგონას დედის, ერიკა პორემსკის თქმით, იგი სულ რამდენიმე წუთით გავიდა ეზოში.

Zooclub

უეცრად გაჩენილი ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ყველგან ბოლი იყო. მეორე სართულის ფანჯრებში ცეცხლი გაჩნდა. სწორედ იქ იდგა ბავშვის საწოლი.

"ჩემი გოგონას ტირილი მესმო
და", - ყვება ერიკა მოგვიანებით, - "ვცდილობდი სახლში შემეღწია, ჩავამტვრიე ფანჯარა და
კარის შემტვრევასაც ვცდილობდი, რადგან არ იღებოდა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა და არავის შეეძლო ჩემი შველა".

პოლო და ვივიენი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერიკა პოლოს ”თავის პირველ ბავშვს” ეძახდა.

Zooclub

თავად ერიკამ სახლში შეღწევის მცდელობისას სერიოზული დამწვრობა მიიღო. როდესაც მეხანძრეები, როგორც იქნა, მივიდნენ და შეაღწიეს სახლში, იპოვეს პატარა ვივიენი, რომელსაც მათი ბინადარი პოლო მთელი სხეულით ზემოდან გადაფარებოდა.

ძაღლის წყალობით, ბავშვმა მსუბუქი დამწვრობა მხოლოდ ერთ მხარეს მიიღო. პოლო ბოლომდე მასთან იყო…

Zooclub

ძაღლმა იმდენად ძლიერი დამწვრობა მიიღო, რომ ვეტერინარებმა ვერ გადაარჩინეს. ვივიენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმეა, ის ახლა საავადმყოფოშია სხეულის 19% დამწვრობით.

Zooclub

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. საქმეს იძიებენ.
fiso-gori
თემო, მე კი ხმამაღლა ვტირივარ...
Temo
ცრემლი მომადგა, ჰეი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?