ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა
ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა
მიტოვებულ შენობას, სადაც უსახლკარო მამაკაცს ეძინა, ხანძარი გაუჩნდა. ინციდენტი მოხდა კალინინგრადში. ამის მომსწრე გახდა ერთ-ერთი ჟუნრალისტი, რომელიც იხსენებს:

"ფეხმძიმე ძაღლი, სახელად მიკი უსახლკარო ადამიანებთან ცხოვრობდა. რასაც იპოვიდნენ იმითი იკვებებოდნენ, ძაღლისაც იგივე საკვებს აძლევდნენ. არ ენანებოდათ მიკისთვის ბოლო ლუკმაც კი.

შემთხვევით გავიგე მიკის შესახებ, ასევე მითხრეს, რომ ის ფეხმძიმედ იყო. წავედი იმ ტერიტორიაზე, სადაც ძაღლი თავის პატრონებთან თავს აფარებდა და საკვები მივუტანე.
რამდენიმე ხნის შემდეგ მიკიმ ორი ლეკვი გააჩინა. ცხოველთა მოყვარული მოხალისეები ცდილობდნენ მათ გაჩუქებას, თუმცა, უსახლკარო შემფარებლებმა ლეკვების გასხვისება არ
მოინდომეს და ისინიც დაიტოვეს.

3 ნოემბერს შენობას, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა. სწორედ ამ დროს
შენობაში მძინარე მამაკაცი იმყოფებოდა, ეს ის უსახლკარო კაცი იყო, ვინც მიკიზე ზრუნავდა.
უეცრად შესასვლელი კარი ჭერიდან ჩამოყრილმა ბოძებმა გადაღობა, მისი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. მიკიმ შეძლო და კარის გვერდიდან შეძვრა. ის მივიდა მძინარე მამაკაცთან, კბენდა და უყეფდა, რათა გამოფხიზლებულიყო. საბედნიეროდ, მან დროულად გაიღვიძა და თავი დააღწია ხანძარს.
თუმცა, მოხდა სამწუხარო ფაქტიც. მიკიმ ვეღარ შეძლო ლეკვების გადარჩენა."

როცა ჟუნრალისტი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მაშველებისგან გაიგო, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. ყველა ადამიანი, ვინც იქ იმყოფებოდა, გადარჩა, მაგრამ მათ ნახეს ორი დამწვარი ლეკვი. მიუხედავად უსახლკარო პატრონების წინააღმდეგობისა, ამ ფაქტის შემდეგ ცხოველთა დამცველებმა მიკი წაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია ძაღლს გააჩუქებენ, თუ ისევ ძველ პატრონს დაუბრუნებენ.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი სატვირთო ავტომობილს ბორბლებში ჩაუხტა, რათა ბავშვი გადაერჩინა

დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინა

შოკისმომგვრელი ისტორია ! როგორ გადაარჩინა სანაგვე ბუნკერში გადაგდებული ჩვილი უპატრონო ძაღლმა

Tako
გული მომიკვდა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?