შოკისმომგვრელი ისტორია ! როგორ გადაარჩინა სანაგვე ბუნკერში გადაგდებული ჩვილი უპატრონო ძაღლმა
შოკისმომგვრელი ისტორია ! როგორ გადაარჩინა სანაგვე ბუნკერში გადაგდებული ჩვილი უპატრონო ძაღლმა
ზოგჯერ ადამიანი შვილსაც კი სწირავს სასიკვდილოდ, ამ დროს შეიძლება პატარას ანგელოზი გამოუგზავნოს ღმერთმა დასახმარებლად, სწორედ ეს ანგელოზი აღმოჩნდა უპატრონო ძაღლი, რომელმაც ახალშობილი სიკვდილისგან იხსნა.

ომანის ქალაქ კარბიკაში (სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში) ქალმა ბავშვი გააჩინა, ხოლო შემდეგ ჩვილი სანაგვე ბუნკერში ჩააგდო. ცოტა ხანში უპატრონო ძაღლმა, რომელიც ბუნკერს მიუახლოვდა და საკვებს ძებნა დაიწყო, ბავშვი შეამჩნია. ის აიყვანა პირით, გაიქცა ახლო მდებარე შენობასთან და შეუჩერებლად ყეფდა იმ დრომდე, სანამ კარს გააღებდნენ და პატარას დასახმარებლად ადამიანები გამოვიდოდნენ.

თვითმხილველების თქმით, ძაღლს ძალიან ფრთხილად ეჭირა ბავშვი, რათა ზიანი
არ მიეყენებინა.

საბედნიეროდ, ახალშობილ ბიჭუნას დროულად აღმოუჩინეს დახმარება და გადარჩა.
ექიმების თქმით,
ბავშვი რამდენიმე საათის დაბადებული იყო.

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი სატვირთო ავტომობილს ბორბლებში ჩაუხტა, რათა ბავშვი გადაერჩინა

დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინა

ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა
manana-sh-s
Dზაგლი კი არა ანგელოზი გყოლია სახლსი
მანჩო
"უწვრთნელი ძაღლის ყოლა სჯობს უწვრთნელი შვილის ყოლასო!"
mariami
მაპატიოს ღმერთმა, მაგარამ აბა ეს ძაღლი არ ჯობია ბევრ ადამიანის მსგაავსს??!! ბევრჯერ ცხოველი უფრო მეტ ინტელექტს ავლენს ვიდრე ადამიანის ნაშიერი!!!!
manana-sh
პირველად ჩემმა ყურშამ ორი უმწეო კატის კნუტი მოგვიყვანა როცა ,,შევაქეთ" მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ ჩვენი ,,წამება" დაიწყო, დედიან კნუტებსაც იპარავდა და სახლში მოყავდა. მეზობელმა ძროხა დაკლა და განუვითარებელი ხბო გადააგდეს, ისიც მოგვიყვანა და თვალებით გვეხვეწებოდა ,,უშველეთო". ზოგადადა ცხოველებს ბევრი კარგის გაკეთება შეუძლიათ,აი, ტუნდაც ეს ნატელი მაგალითი ამისა, ამიტომ გული მტკივა, როცა მათ სატანადოდ არ ეპყრობიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?