ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია
ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია
ეს ფოტო აღმოაჩინა ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მეტსახელად hexenkult-მა . ის დაინტერესდა იმ ძაღლის ამბით, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. აღმოჩნდა, რომ ცხოველი დაიღუპა იმ დროს, როცა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

ეს მოხდა 1946 წლის ზამთარში. ბავშვი, სახელად კლოდ მოლანდე, ეზოში საკუთარ ძაღლთან კეისისთან ერთად თამაშობდა.

პატარა ბიჭმა ძაღლი ღობესთან დააბა, ხოლო თავად თოვლის გუნდების გასაკეთებლად წავიდა. ის იმდენად გაერთო თამაშით, რომ ვერ დაინახა ჩასაფრებული პუმა, რომელიც თავდასხმას აპირებდა. კეისიმ მალევე შეამჩნია გარეული ცხოველი. მან მთელი ძალით გამოგლიჯა საბმელი და მტაცებელს გააფთრებული ეცა ზუსტად იმ
დროს, როცა კლოდს უახლოვდებო
და.

ძაღლი გმირულად იბრძოდა, თუმცა, მან ვერ შეძლო გამკლავება პუმასთან, რომელიც მასზე ძლიერი და დიდი იყო. საბედნიეროდ, ბავშვმა გაქცევა შეძლო.

როდესაც კლოდი მამასთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კეისი მკვდარი იყო...

Zooclub

სწორედ ამ დროს დააფიქსირეს ფოტოაპარატით სევდიანი ბავშვი თავის ერთგულ ძაღლთან ერთად, რომელმაც პატრონის გამო, სიცოცხლე გაწირა.

ასევე იხილეთ:

მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა...

ერთგულმა ძაღლმა პატრონისთვის სიცოცხლე გაწირა და ვეფხვის თავდასხმისგან დაიცვა
emigranti manana
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა;რაც უფრო უკეთვეცნობი ადამიანებს,მით უფრო მომწონს ძაღლები.დაეს ნამდვილად ასეა.
kaxi
ძაღლი ადამიანის მეგობარია, ადამიანი კი?
juna
დაე ძაღლისგან მრავალს ესწავლოს, ერთგულება და თავგამოდება.
manana-sh
მოვკვდი ტირილით.......
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?