ავსტრალიაში კენგურუმ მონადირე ნოკაუტში ჩააგდო…
ავსტრალიაში კენგურუმ მონადირე ნოკაუტში ჩააგდო…
ავსტრალიელისთვის კენგურუზე ნადირობა ისე არ დამთავრდა, როგორც ელოდა. ცხოველმა თავი დაიცვა და მონადირეს ყბა გაუტეხა.

19 წლის ჯოშუა ჰაიდენი თავის ძმასთან ერთად მანქანით კეპლერბერინის ახლოს ნადირობდა. ჰაიდენის თქმით, მან სამი კენგურუ შენიშნა და ფანჯრიდან სასროლად თავი გამოყო. ამ დროს ერთი კენგურუ თვალს მიეფარა. სანამ ჰაიდენი დანარჩენ ორს უმიზნებდა, მოულოდნელად მესამე კენგურუ თავს დაესხა. ცხოველმა ისეთი სიძლიერით დაარტყა მანქანას, რომ ფანჯარა ჩაამტვრია, შემდეგ კი ჰაიდენი ნოკაუტში ჩააგდო.

”ის ფაქტობრივად დაეჯახა ავტომანქანას, ჩაამტვრია ფანჯარა, მერე კი უკან გადახტა და ყბაში ჩამარტყა”, -
ამბობს ჰაიდენი.

დარტყმისგან ახალგაზრდამ გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის სახე
ძალიან დასივდა და ”კენგურუს ქმნილების” ოპერაციით მოგვარება ჯერჯერობით არ გამოვა. ექიმებს 10 დღე მოცდა მოუწევთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?