გოგონამ ავაზა ბრაკონიერებისგან გადაარჩინა... დღეს მტაცებელი მის სახლში ბედნიერი ცხოვრობს
გოგონამ ავაზა ბრაკონიერებისგან გადაარჩინა... დღეს მტაცებელი მის სახლში ბედნიერი ცხოვრობს
ჰიზერი მეტად უჩვეულო "შინაურ ცხოველთან" ერთად საკუთარ ბინაში ცხოვრობს. ასეთ ბინადართან ერთად ყოფნას ცოტა თუ მოისურვებდა, თუმცა, ამ წყვილს განსაკუთრებული ისტორია აკავშირებთ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, იგი მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელიც მიტოვებულ ავაზებს მზრუნველობდა, თუმცა, გოგონამ მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს ლამაზად შენიღბული ბიზნესი იყო და მოზრდილი გეპარდები თანხის სანაცვლოდ ბრაკონიერების ხელში ხვდებოდნენ.

ჰიზერმა გადაწყვიტა ერთი ავაზას სიცოცხლე მაინც გადაერჩინა. მან ცხოველთა მოყვარული ადამიანების დახმარებით, შეაგროვა საჭირო თანხა და ორგანიზაციაში მყოფი ერთ-ერთი პატარა ავაზა იყიდა. მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობენ და  ერთმანეთს
თითქმის არასოდეს შორდებიან.

Zooclub

ახალგაზრდა აქტივისტმა სოციალურ ქსელში წამოიწყო აქცია. მისი ძალისხმევით და კეთილი ადამიანების დახმარებით,
მათ ორგანიზაციის კუთვნილი ყველა ავაზა იყიდეს და ამჟამად მტაცებლები ნაკრძალში ცხოვრობენ.

Zooclub

გოგონამ 5 000 ფუნტ სტერლინგი გადაიხადა, რათა ავაზა, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, სიკვდილისგან ეხსნა.

Zooclub

Zooclub

ეს ფაქტი ადამიანის სისასტიკეს ცხოველების მიმართ ვერ მოაგვარებს, რადგან საკმაოდ მომგებიანი და გავრცელებული ბიზნესია სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ჰიზერმა უმოქმედოდ ყოფნა ვერ შეძლო.

Zooclub

Zooclub

ავაზას ძალიან მოსწონს პატრონის გვერდით ძილი, უჩვეულო ხმაზე კრუტუნი, თუმცა, მისი სახლში ყოლა არც თუ ისე მარტივი საქმეა. სამწუხაროა, რომ ეს მტაცებელი ვეღარ შეძლებს ველურ ბუნებაში ყოფნას და ნადირობით თავის რჩენას, მაგრამ რომ არა ჰიზერი, შესაძლოა, მისი ბეწვი ვიღაცის ნოხი ან სახლის სხვა აქსესუარი გამხდარიყო.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ტყეში ნაპოვნი მომაკვდავი 3 თვის ბელი მამაკაცმა გადაარჩინა, თუმცა, გარეული ცხოველის დახმარებას კანონი კრძალავს

ვეფხვი პატრონის ბინაში შინაური ცხოველივით ცხოვრობს

მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო


ზ.კალორია
ბოროტმა ძია ბრაკონიერმა დაიჭირა ცხოველები და მის თანამოაზრეებში უკანონოდ ვაჭრობდა და ყიდდა ასევე სხვა ძიებზე რომლებიც ამ ბოროტებას ხელს უწყობდნენ. მაგრამ გამოჩნდა კეთილი ფერია, რომელმაც იყიდა პატარა ბოკვერი და ხელი კი არ შეიწყო ბრაკონიერობას არამედ გადაარჩინა იმას რომ სხვა ბოროტ ძიას არ ეყიდა და არ შეეწყო ხელი ბრაკონიერებისთვის. ანუ ამან სხვანაირად იყიდა რა. თუ ვერ მიხვდით განსხვავებას წარმოიდგინეთ წვერებიანი თოფგდაკიდებული ძია და მერე ეს გოგო. აი გოგოს ხო ცვეტში უფრო კარგ პონტში ყავს ნაყიდი არა! ბრაკონიერმა უთხრა აი შენ გცემ დაიკო პატივს და 5000 ფუნში იმიტომ გაძლევო თორემ ეეესო, ვაფშე არაა სიცოცხლის ღირსიო რა უნდა მომეკლაო. და ბოკვერი გადარჩა სიკვდილს.
status quo
ამ ავაზამ იცის ეს ამბავი?
zuzu
ეს ცხოველი არის Hepard-
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?