ცხოველთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს
ცხოველთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს
”დემოკრატიის ინსტიტუტმა” და ცხოველთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი თბილისის მერისგან მოითხოვენ, რომ უზრუნველყოს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის გამართული მუშაობა. მათივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მხრიდან აქვს ადგილი აბსოლუტურად უსაფრთხო ცხოველების მოტაცებასა და ვანდალურ დახოცვას.

”თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მხრიდან აქვს ადგილი აბსოლუტურად უსაფრთხო ცხოველების მოტაცებას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მათ უვლის. საუბარია იმ ცხოველებზე, რომლებზეც უკვე დაიხარჯა ფული, მათ ვაქცინაციასა და აცრაზე. ისინი უსაფრთხო ცხოველებად აღიარეს, თუმცა, მაინც მოიტაცეს, რათა მოკლან. ეს არის ცხოველთა უფლებების
დარღვევა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საკუთარი პრემიებისთვის ფულის გამოზოგვასა და ცხოველების ვანდალურ დახოცვას შეეშვან. მერისგან მოვითხოვთ,
უზრუნველყოს ამ სამსახურის გამართული მუშაობა კანონმდებლობის და დებულების გარეშე”, - განაცხადა ”დემოკრატიის ინსტიტუტის” თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა.

tamas
რამდენი უსაქმური გრანტიჭამიაა ტავმოყრილი ქალაქში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?