8 კვირის მშიერი ლეკვი საკვების მოსაპოვებლად ცეცხლში გადაეშვა (+ვიდეო)
8 კვირის მშიერი ლეკვი საკვების მოსაპოვებლად ცეცხლში გადაეშვა (+ვიდეო)
8 კვირის ლეკვი მაკინჯეი ტაილანდის ქუჩებში მშიერი დაეხეტებოდა და საკვებს ეძებდა. ის ძალიან პატარა და საყვარელი იყო, თუმცა, მისი სახლში წაყვანა არავის სურდა. უეცრად ლეკვმა იგრძნო ხორცის სუნი, რომელიც ანთებულ ცეცხლში ეგდო. ის იმდენად მშიერი იყო, რომ ძლიერმა სიცხემაც არ შეაჩერა და საკვების ასაღებად პირდაპირ ცეცხლში გადაეშვა.

ლეკვი მაკინჯეი იპოვეს ორგანიზაცია "Soi Dog Foundation"-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ტაილანდში ცხოველთა დასახმარებლად მუშაობენ. ლეკვს ცხვირი და თათები საშინლად დამწვარი ჰქონდა, თუმცა, ის არ დანებდა და ბოლომდე გაუძლო მკურნალობის კურსს.

დღეს მაკინჯეი სრულიად ჯანმრთელია. მას
დამწვრობის კვალიც აღარ აქვს და, რაც მთავარია, ინგლისში მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს. მაკინჯეის გაუმართლა, თუმცა, მსოფლიოში არა
ერთი ძაღლია, რომელიც შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებით იტანჯება და რომელთაც პატრონობა სჭირდებათ. 

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მშიერი დათვი მუშებს მიუახლოვდა, რათა მათ დაეპურებინათ

ლეკვი 8 კვირის იყო, როცა იპოვეს...სასტიკი პატრონები მას "ჩხუბის რინგისთვის" ზრდიდნენ

სელაპი ყოველდღე სტუმრობს რესტორანს და ძაღლივით საკვებს ითხოვს




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?