მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო
მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო
მამაკაცმა სადარბაზოში უცნაური არსება აღმოაჩინა. ის ვერ მიხვდა, თუ რომელი ცხოველის ნაშიერი იყო, თუმცა, ერთი რამ ნათლად ჩანდა - დახმარებისა და ზრუნვის გარეშე ის მოკვდებოდა, ამიტომ მან ცხოველი სახლში წაიყვანა.

მას ლაქი დაარქვეს. ის იმდენად პატარა იყო, რომ რძეს დამოუკიდებლად  ვერ სვამდა. დრო გადიოდა და "საიდუმლოებით მოცული" ცხოველი ულამაზეს არსებად იქცა.

Zooclub

ლაქი კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი - სიასამური აღმოჩნდა.

Zooclub

სამწუხაროდ, როდესაც პატარა არსება იპოვეს, უკანა თათები დაზიანებული ჰქონდა, ამიტომ ის სირბილის დროს სწრაფად იღლება. მიუხედავად ამისა, ცხოველს სეირნობა ძალიან მოსწონს.

სახელმა "ლაქიმ"
მართლაც რომ გაამართლა, რადგან კეთილი და მზრუნველი ადამიანების გარეშე, ის ვერ გადარჩებოდა. დღეს სიასამური ბინაში
შინაური ცხოველივით ცხოვრობს და მას ძალიან უყვარს პატრონების გარემოცვაში ყოფნა.

Zooclub

ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც გამოსავალი არ არის და ლაქი ბუნებრივ პირობებში ვერ გადარჩებოდა, თუმცა, ნებისმიერი გარეული ცხოველისთვის ტყვეობაში ან ბინაში ყოფნა სასჯელია.

ასევე იხილეთ:

ბიჭმა საცოლეს "პეკინესის ლეკვი" აჩუქა. მან მოიტყუა და გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

მუშებს შენობის დემონტაჟისას აღმოჩენილი "ამოუცნობი არსებები" უცხოპლანეტელები ეგონათ

მამაკაცს 2 წლის განმავლობაში ეგონა, რომ სახლში ძაღლები ჰყავდა, თუმცა ისინი გარეული ცხოველები აღმოჩდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?