მუშებს შენობის დემონტაჟისას აღმოჩენილი "ამოუცნობი არსებები" უცხოპლანეტელები ეგონათ (+ვიდეო)
ინდოეთის ქალაქ ვიშაქაოატნამიში, სამშენებლო მოედანზე მუშებმა ვიდეო კამერაზე გადაიღეს "ამოუცნობი არსებები", რომლებიც ბუს ნაშიერები აღმოჩნდნენ. როგორც კადრებიდან ჩანს, ორი უსუსური ფრინველი ადამიანების დანახვით შეშინებული და დაბნეულია.

"უცხოპლანეტელები" ბუხრინწას ღლაპები აღმოჩნდნენ, თუმცა, დედა არსად ჩანდა და ისინი მართლაც, რომ არა ამქვეყნიურ არსებებს გავდნენ.

"გულის ფორმის თავი და დაშვებული ნისკარტი ამ სახეობის ფრინველთა დამახასიათებელი ნიშანია. ბუხრინწა ფრთხილი და მშიშარა ფრინველია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გამოიყურებოდნენ ღლაპები შეშინებულნი", - ამბობს ადგილობრივი ზოოპარკის ექსპერტი.

ბუხრინწა საკმაოდ გავრცელებულია ინდოეთში. მას კანონი იცავს.

მას შემდეგ, რაც პატარა "უცხოპლანეტელები" აღმოაჩინეს,
ისინი სამშენებლო ტერიტორიიდან დაცულ ადგილზე გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ:

მეცნიერებისთვის ამოუცნობი ეგზოტიკური ცხოველი

მამაკაცს თავიდან თოვლის
გროვა ეგონა, მაგრამ როცა მიუახლოვდა...


ჯერ ვერავინ ამოიცნო ტუალეტიდან ამოსული უცნაური არსება...


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?