მამაკაცს 2 წლის განმავლობაში ეგონა, რომ სახლში ძაღლები ჰყავდა, თუმცა ისინი გარეული ცხოველები აღმოჩდნენ
მამაკაცს 2 წლის განმავლობაში ეგონა, რომ სახლში ძაღლები ჰყავდა, თუმცა ისინი გარეული ცხოველები აღმოჩდნენ
ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის მცხოვრებს ვანგ კაიუს ორი წლის განმავლობაში ეჭვი არ გასჩენია, რომ ცხოველების ბაზარში ნაყიდი ლეკვები დათვები იყვნენ.

გამოცემა "The Daily Mail"-ის ინფორმაციით, მამაკაცმა "ძაღლები" 2013 წელს შეიძინა. ლეკვები არანაირ ეჭვს არ იწვევდნენ. პატარები გამოირჩეოდნენ გაძლიერებული მადითა და სამაგალითო ქცევით.

კაიუის ეჭვი მათი შეძენიდან 2 წლის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც "შინაურმა ცხოველებმა" 45 კგ-მდე მიაღწიეს და ქათმებს თავს ესხმოდნენ. ამ პერიოდში მამაკაცმა შემთხვევით ნახა ინფორმაცია, სადაც შავი დათვების გადარჩენასა და პოპულაციაზე წერდნენ. მან ფოტოებზე საკუთარი შინაური ბინადრები ამოიცნო.

Zooclub
გარეული ცხოველები აღმოჩდნენ" />

კაიუმ დასახმარებლად გარეულ ცხოველთა გადარჩენის ცენტრს მიმართა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის საყვარელი ცხოველები მდედრი და მამრი ჰიმალაიური
დათვები იყვნენ. ამ ჯიშის დათვი იშვიათობას წარმოადგენს და წითელ წიგნშია შეყვანილი.

Zooclub

დღეს და-ძმა დათვები იუნანის გარეულ ცხოველთა გადარჩენის ცენტრში ცხოვრობენ.

ჰიმალაიური დათვი ანუ მზის დათვი 150-170 სმ-მდე იზრდება. ეს სახეობა ვეგეტარიანელია. ცილის შემცველი საკვებიდან უპირატესობას ანიჭებს ჭიანჭველებს, ბაყაყებს და მოლუსკებს. მზის დათვი ადამიანებს თავს არ ესხმის.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ფერმერს ეგონა, შინაური კატის კნუტები იპოვა და ისინი სახლში წაიყვანა

ბიჭმა საცოლეს "პეკინესის ლეკვი" აჩუქა. მან მოიტყუა და გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

მუშებს შენობის დემონტაჟისას აღმოჩენილი "ამოუცნობი არსებები" უცხოპლანეტელები ეგონათ


Geno
ძაღლის ლეკვსა და დათვის ბელს რომ ვერ გაარჩევ მართლა ვერ უნდა იყო ჯანზე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?