ტყეში ნაპოვნი მომაკვდავი 3 თვის ბელი მამაკაცმა გადაარჩინა, თუმცა, გარეული ცხოველის დახმარებას კანონი კრძალავს
ტყეში ნაპოვნი მომაკვდავი 3 თვის ბელი მამაკაცმა გადაარჩინა, თუმცა, გარეული ცხოველის დახმარებას კანონი კრძალავს
"ამერიკის ქალას სალემში (ორეგანოს შტატი), კორი ჰენკოკმა ტყეში ნაპოვნი დათვის ბელი გადაარჩინა", - წერს გამოცემა "The Oregonian"-ი.

მამაკაცი ტყეში სეირნობის დროს ბუნების კადრებს ფოტოზე აღბეჭდავდა, როდესაც ბარიბალის (შავი დათვი) ნაშიერი შეამჩნია. ცხოველი მიწაზე ზურგით იწვა, არ მოძრაობდა და თითქმის არც სუნთქავდა. კორიმ მომაკვდავი არსება გარეულ ცხოველთა რეაბილიტაციის ცენტრში თავისივე მანქანით მიიყვანა. 

Zooclub

სპეციალისტებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ცხოველს აღენიშნებოდა ძლიერი გაუწყლოვანება. იგი იყო გამოფიტული და იმყოფებოდა ლეთარგიულ მდგომარეობაში. მათი თქმით, კორი გმირულად მოიქცა.

Zooclub

სპეციალისტების შეფასებით, ცხოველი დაახლოებით 3 თვის იქნებოდა. ისინი ვარაუდს
გამოთქვამდნენ, რომ ბელის დედა, ჯერ კიდევ, ზამთრის ძილში იმყოფებოდა.

Zooclub
გარეული ცხოველის დახმარებას კანონი კრძალავს" />

მიუხედავად კეთილი ზრახვებისა, ორეგანოს კანონის მიხედვით, გარეული ცხოველების აყვანა ბუნებრივი  გარემოდან, აკრძალულია. პოლიციამ მამაკაცი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება ისჯება 6250 დოლარის ჯარიმით ან ერთ-წლიანი პატიმრობით. ამ შემთხვევაში, სამართალდამცველებმა გამონაკლისი დაუშვეს და კორის ბრალი არ წაუყენეს.

Zooclub

ვეტერინარების თქმით, დათვის ბელის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, მაგრამ მისი სამომავლო ბედი ჯერ  არ გადაუწყვეტიათ. პატარა მტაცებელი შესაძლოა, ნაკრძალში ან ზოოპარკში გადაიყვანონ. 

Zooclub

ასევე იხილეთ:

რემი აკითხავდა ოჯახს, რომელმაც მისი სიცოცხლე მონადირეებისგან იხსნა

გადარჩენილმა სელაპმა ველურ ბუნებაში დარჩენას, ადამიანებთან ყოფნა ამჯობინა

ლომს რამდენიმე წელი არ ენახა ადამიანი, რომელმაც ის გადაარჩინა... და, აი, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ
giorgi
თუ ხედავთ და კითხვა იცით, ჯარიმა არ გადაახდევინეს და გამონაკლისი ნდაუშვესო, აბა ისაა კაი ხო? ყველა სახაჭაპურესთან დათვები გალიებში რომ ყავთ?!
datiko48
სოფთად სატანაა ეს ამერიკა,ბუნების შვილი დათუნა გადაარჩინა ადამიანმა და ჯარიმა უნდა გადაახდევინო?ხელი მოისვან ერთ ადგილას მაგ უჯიშოებმა,თუმცა რა, დაპყრობილი ინდიელებიც მიიყვანეს გადაშენებამდე,ყავთ იზოლაციაში,არ აძლევენ გამრავლების და განათლების საშუალებას,ხოლო აფრიკიდან ჩამოთრეულ ზანგს ირჩევენ პრეზიდენტად.
ფხიი
რომელი საუკუნის კანონია? ალბათ შტატები რომ შეიქმნა და რა ჩაეწერათ არ იცოდნენ. ახლა ამ ქვეყანასტან რამე კავშირი უნდა გქონდეს? კარგ საქმეს არ გიწონებენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?