ეს პატარა არსება კუბაზე ბინადრობს... როცა გაიგებთ, რა ცხოველია, შესაძლოა, შიშის გრძნობა გაგიჩნდეთ
ეს პატარა არსება კუბაზე ბინადრობს... როცა გაიგებთ, რა ცხოველია, შესაძლოა, შიშის გრძნობა გაგიჩნდეთ
ეს პატარა უსაყვარლესი, მაგრამ ამავდროულად საშიში გარეგნობის უცნაური არსება არც მეტი, არც ნაკლები ბულდოგისებრთა ღამურების (Molossidae) ერთ-ერთი წარმომადგენელია. ნებისმიერი სახეობის ღამურა ზოგიერთი ადამიანისთვის ასოცირდება სისხლის მსმელ ვამპირთან, თუმცა, უმეტესობა მათგანი ძალიან საყვარელი სანახავია. მაგალითად - ამ ფოტოებზე აღბეჭდილი  "პატარა გობლინი ღამურა".

ამ სახეობას სპეციალისტებმა სწორედ "გობლინი ღამურა" უწოდეს -  საშიში სახელით, თუმცა, საყვარელი იერით.

იგი იმდენად პატარაა, რომ ხელის თითზეც მარტივად მოკალათდება. სხვა სახეობის ღამურებისგან განსხვავებით, გობლინი ღამურას გამორჩევა პატარა ასაკშიც მარტივად შეიძლება, რადგან მას დიდი ყურები აქვს.

Zooclub

"ახალშობილი გობლინი ღამურა ისეთი პატარა და
მშვიდია, რომ თქვენს ხელის თითზეც მარტივად დაეკიდება და გემრიელად დაიძინებს", - ამბობს სპეციალისტი.

Zooclub

ეს არსება
სხვა სახეობის ღამურებისგან სულელური გამოხედვით გამოირჩევა. თითქოს მას თვალები დახუჭული აქვს და იღიმის.

მისი მოძმეების მსგავსად, გობლინი ღამურა მხედველობაზე არ არის დამოკიდებული. ის ფრენის დრო იყენებს თავის დიდ ყურებსა და ექოლოკაციას.

გობლინი ღამურა ისევე, როგორც ღამურების სხვა სახეობები, აგრესიას არ გამოხატავს.

Zooclub

ეს კიდევ ერთი დედამიწის ბინადარი უსაყვარლესი არსებაა, რომლის ბინადრობის არეალი კუბაა. 2017 წლის მონაცემებით, ამ სახეობის პოპულაცია საგრძნობლად შემცირებულია.

ასევე იხილეთ:

მუშებს შენობის დემონტაჟისას აღმოჩენილი "ამოუცნობი არსებები" უცხოპლანეტელები ეგონათ

უკვდავი "სუპერ-ცხოველი", რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება...ის ბუნების კანონებს არღვევს

მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო


nia
რა სიყვარულით წერთ არ გამგიჟოთ!!!!!მაგათზე საზიზღარი არაფერი არსებობს სამყაროშიიიი!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?