უკვდავი "სუპერ-ცხოველი", რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება...ის ბუნების კანონებს არღვევს
ამ უცნაურ არსებას სპეციალისტები Heterocephalus glaber-ს უწოდებენ, მეორე სახელწოდება კი შიშველი მიწისმთხრელი ვირთაგვაა. უჩვეულო გარეგნობის მღრღნელი თავისი მოძმეებისგან მხოლოდ გარეგნობით არ განსხვავდება.

შიშველი მიწისმთხრელი ვირთაგვა ცივსისხლიანი არსებაა, რომლის ლიდერიც კოლონიებს ქმნის. მას ტკივილის შეგრძნება პრაქტიკულად არ გააჩნია. ასევე, შეუძლია, 18 წუთი ჟანგბადის გარეშე იცოცხლოს.

Zooclub

ეს ყველაფერი არაა.

რამდენიმე ხნის წინ სპეციალისტებმა ამ უნიკალური არსების არაბუნებრივი უნარი აღმოაჩინეს - შიშველი ვირთაგვა არ ბერდება.

ჩვეულებრივი მღრღნელი ტყვეობაში საშუალოდ 4 წლამდე ცოცხლობს, ხოლო ბუნებაში არა უმეტეს 6 წელი, თუმცა, შიშველი ვირთაგვას სიცოცხლის ხანგრძლივობა
ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 30 წელია. გარდა ამისა, ეს უნიკალური
ცხოველი არასოდეს კარგავს ორგანიზმის რეგენერაციის თავისებურებას.

Zooclub

მღრღნელის შესწავლა ბიოლოგმა როშელ ბუფენშტეინმა 30 წლის წინ დაიწყო. სპეციალისტების ჯგუფი გარკვეული დროის განმავლობაში სწავლობდა მის სასიცოცხლო უნარებს.

Zooclub

ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ ეს უნიკალური მღრღნელი არღვევს კანონებს (Gompertz) - სტატისტიკურ განაწილებას, რომელიც განმარტავს ცოცხალი არსების სიკვდილს.

შიშველი ვირთაგვას ორგანიზმი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მუშაობს ისე, როგორც სიცოცხლის დასაწყისში - არანაირი სიბერის ნიშანი და გამოფიტვა, პირიქით.

Zooclub

სპეციალისტების უმეტესობა მღრღნელის თვისებებს დიდ აღმოჩენად მიიჩნევს. ისინი თვლიან, რომ შიშველი მიწისმთხრელი ვირთაგვა ახალი თაობის უკვდავი ცხოველია. მისი ბიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, ამ საოცარ ცხოველს "არმაგედონის" გადატანაც კი შეუძლია.

ასევე იხილეთ:

გადაშენებული ტასმანიური მგლის უნიკალური ვიდეო კადრები

მამაკაცს სამუდამოდ ემახსოვრება ის დღე, როცა ეს უცნაური არსება საკუთარ ბაღში აღმოაჩინა. წლების განმავლობაში მას ვერავინ პოულობდა...

მას წყალზე სირბილი შეუძლია!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?