ძაღლის საშველად ტახი პოლიციის მანქანას გაეკიდა
ძაღლის საშველად ტახი პოლიციის მანქანას გაეკიდა
სახალისო შემთხვევა მოხდა ჩეხეთის ერთ-ერთ ქალაქში - პოლიციამ სამანქანო გზაზე საბელით მორბენალი ძაღლი შეამჩნია. სამართალდამცველებმა იფიქრეს, რომ შინაური ცხოველი დაიკარგა და პატრონის პოვნის იმედით, ძაღლი მანქანაში ჩასვეს, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ავტომობილთან გამოჩნდა ტახი, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა და ძაღლისკენ იწევდა.

Zooclub

პოლიცია მიხვდა, რომ გარეული ღორი "დაკარგულ" ძაღლს იცნობდა და იგი მანქანიდან გამოუშვეს. ცხოველები ერთმანეთს სიხარულით მიეგებნენ.

Zooclub

მოგვიანებით გამოჩნდა ცხოველების პატრონიც, რომელიც ამ სცენას შორიდან აკვირდებოდა. მისი თქმით, ტახი და ძაღლი ერთად გაიზარდნენ და განუყრელი მეგობრები არიან.

ასევე იხილეთ:  

განუყრელი მეგობრები -
თხა და ძაღლი ფერმიდან ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაიქცნენ


პატრონმა განუყრელი მეგობრები თავშესაფარში ერთად ჩააბარა... ერთგულების საოცარი
მაგალითი


ლეკვმა საუკეთესო მეგობარი დაკარგა, პატრონმა მისი მსგავსი სათამაშო აჩუქა, რომელსაც გამუდმებით ეხუტება


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?