განუყრელი მეგობრები - თხა და ძაღლი ფერმიდან ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაიქცნენ
განუყრელი მეგობრები - თხა და ძაღლი ფერმიდან ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაიქცნენ
" ლოს-ანჯელესის მცხოვრებლებმა უცნაური წყვილი აღმოაჩინეს. ქალაქის ქუჩებში თხა და ძაღლი ერთად სეირნობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხოველები პატარაობიდან განუყრელი მეგობრები არიან. ისინი ვიქტორვილის ფერმიდან ერთად გაიქცნენ ", - წერს ინტერნეტ პორტალი "The Dodo".

ცხოველთა დაცვის სპეციალისტი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. ძაღლის თავშესაფარში მიყვანა არ იქნებოდა პრობლემა, ხოლო თხას ვერსად წაიყვანდა, რადგან სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდა. აპოლოსა და გნომს (ასე დაარქვეს ცხოველებს) ერთმანეთთან განშორება არ სურდათ: ეს იყო მთავარი პრობლემა.

ცხოველთა დამცველმა ტარა ჰამილტონმა სწრაფად მოძებნა გამოსავალი. მან ინტერნეტში ცხოველთა დახმარების გვერდზე (Dachshund Paws and Pals) გამოაქვეყნა განცხადება, რომლის დახმარებითაც მეგობრებმა ახალი სახლი იპოვეს.

"ისინი ძალიან განიცდიან, როცა ერთმანეთს ვერ ხედავენ. აპოლო
რამდენიმე წუთით სახლში შემოვიყვანე, მაგრამ თხა გააფთრებული კარს ჩლიქებს ურტყამდა. ძაღლი გამოიქცა სახლიდან, რათა მეგობრის გვერდით ყოფილიყო", - ამბობს ცხოველების ახალი პატრონი ლიზა დევლინი.

აპოლო და გნომი ერთად თამაშობენ, ერთად სძინავთ და ერთად მიირთმევენ საკვებს.

Zooclub

"შევამჩნიე, რომ ძაღლის დანახვისას თხა კუდს აქიცინებს, ის ცეკვავს თავის მეგობართან ერთად. ორივე ცხოველი ბედნიერია", - ამბობს დევლინი.

ახალი პატრონი დარწმუნებულია, რომ თხას საკუთარი თავი ძაღლი ჰგონია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?