ფერმიდან გაქცეული ტახი ერთი კვირის შემდეგ მთვრალი იპოვეს
ფერმიდან გაქცეული ტახი ერთი კვირის შემდეგ მთვრალი იპოვეს
რამდენიმე დღის წინ სილეზიის პროვინციაში, ქალაქ კოლოს (პოლონეთი) სიახლოვეს, კურიოზული შემთხვევა მოხდა.

შინაურმა ტახმა "ხრუმეკიმ" ფერმაში ბინადარ ტახებთან იჩხუბა და თავისი საცხოვრებელი ტერიტორიიდან გაიქცა. გულნატკენი ცხოველი მთელი კვირის განმავლობაში პროვინციის ტერიტორიაზე დადიოდა, სანამ იგი ადგილობრივმა ფერმერმა მთვრალი არ იპოვა.

აღმოჩნდა, რომ ხრუმეკიმ ერთ-ერთი სახლის ბეღელში ახლად დაწურული ხილის ღვინო იპოვა. როგორც ჩანს, გაბრაზებულმა ტახმა სასმელი სულ დალია და დათვრა.

"ნასვამმა" ცხოველმა ჩხუბს სიმშვიდე არჩია და ბეღელის გვერდით დაიძინა.

Zooclub

ფერმერმა ტახის შესახებ ადგილობრივ მონადირეს - პაველ კავალსკის შეატყობინა. სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა ცხოველის
პატრონი.

"მთვრალი ტახის" სახალისო ისტორია სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და არაერთი სახალისო კომენტარიც დაიმსახურა.

არასასიამოვნო
ინციდენტის შემდეგ, ხრუმიკი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. პატრონმა მას სამყოფელი ცალკე ტერიტორიაზე მოუწყო, სადაც ცხოველი თავს კარგად გრძნობს.

Zooclub

ავტორის კომენტარი: "იმედს ვიტოვებთ, რომ ამიერიდან ტახი ალკოჰოლის მიღებაზე უარს იტყვის და ჯანსაღი ცხოვრების წესს მკაცრად დაიცავს".

ასევე იხილეთ:

ღვინის დეგუსტატორი ძაღლი

თუთიყუშმა მთვრალი პატრონი პოლიციაში "ჩაუშვა" და მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა
MMM
Asea cxel gulze dalia sasmeli :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?