ღვინის დეგუსტატორი ძაღლი
ღვინის დეგუსტატორი ძაღლი
ბევრმა იცის, რომ ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ, მაგრამ ზოგს იმდენად მგრძნობიარე ცხვირი აქვს, რომ შეუძლია გაარჩიონ კარგი ღვინო ცუდისგან.
ბლადჰაუნდის ჯიშის ძაღლი, სახელად მისს ლუიზა ბელლის იმდენად კარგი ყნოსვა აქვს, რომ მას შეასწავლეს გაფუჭებული ღვინის სურნელით ამოცნობა.

მისი პატრონები, მიშელ ედვარდსი და დენიელ ფიშლი ღვინის მაღაზია Caulfield-ს ფლობენ, სადაც Linnaea-ს მარკის კალიფორნიულ ღვინოს ყიდიან. მათ ხშირად უწევთ შეხვედრა ისეთ პრობლემასთან, როგორიც დაზიანებული თავსახურის გამო გაფუჭებული ღვინოა და მისს ბელლი ყოველთვის ზუსტად პოულობს ამ ღვინოს თავისი შესანიშნავი ყნოსვის მეშვეობით.

Zooclub

"ჩვეულებრივ, ღვინის
მწარმოებლები ამისთვის ადამიანებს ქირაობენ, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება, ძვირია და ყოველთვის არ არის სანდო
მაშინ, როდესაც ბელლი არასოდეს ცდება", – ჰყვება დენიელ ფიშლი.

"ამასთან, მას თვითონ ძალიან უყვარს ეს სამუშაო. მისთვის ეს ერთგვარი თამაშია და უხარია, თუ პატრონს ახარებს მისი სამუშაო, მან სულ 2 კვირაში შეისწავლა გაფუჭებული ღვინის ამოცნობა".

გარდა ამისა ბელლს შეუძლია იპოვოს ობის ლაქები ყურძნის ფოთლებზე.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?