თუთიყუშმა მთვრალი პატრონი პოლიციაში "ჩაუშვა" და მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა
თუთიყუშმა მთვრალი პატრონი პოლიციაში "ჩაუშვა" და მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა
მექსიკის დედაქალაქში თუთიყუშმა პატრონს საკმაოდ არასასიამოვნო სურპრიზი მოუწყო, როცა მისი ავტომობილი პატრულმა ალკოჰოლზე შესამოწმებლად გააჩერა.

საუბრის დროს მძღოლი პოლიციელებთან საკმაოდ ადეკვატურად იქცეოდა და მის გაშვებას ანალიზის ჩაუტარებლად აპირებდნენ, მაგრამ მოვლენების ეს სცენარი ფრთოსანმა მგზავრმა შეცვალა, რომელიც სალონში იმყოფებოდა. იმ დროს, როდესაც გილერმო ნ. საჭესთან ჯდებოდა, რომ მგზავრობა გაეგრძელებინა, უკანა სავარძლიდან ხმა გაისმა: "იგი მთვრალია, იგი მთვრალია!"

გაოცებულმა პოლიციელებმა მანქანის სალონი შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ გალიაში პატარა თუთიყუში ყვიროდა.

ჩიტის "ჩვენების" გათვალისწინებით, პოლიციელებმა ალკოჰოლზე ანალიზი ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მძღოლის სისხლში
ალკოჰოლის შემცვლელობა ქვეყანაში მიღებულ ნორმას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

მძღოლი "გამყიდველ თუთიყუშთან" ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო
ავტომობილი - საჯარიმო ავტოსადგომზე.


მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?