აშშ-ში კატებისთვის განკუთვნილი ღვინის გაყიდვა დაიწყეს
აშშ-ში კატებისთვის განკუთვნილი ღვინის გაყიდვა დაიწყეს
კომპანიამ დენვერიდან (აშშ) კატებისთვის უჩვეულო სასმელის წარმოება დაიწყო. სასმელი ჩაის პრინციპის მიხედვით მზადდება, მაგრამ გარეგნულად ღვინისგან არ განსხვავდება. შემადგენლობაში არც ალკოჰოლია და არც ყურძენი. “ღვინო კატებისთვის” შედგება წყლისგან, “კატის პიტნისა” და ჭარხლის წვენისგან.

კომპანია Apollo Peak-ი, რომელიც შარშან ნოემბერში შეიქმნა და კომპანიის ხელმძღვანელის ბინადარი კატის სახელი ეწოდა, დღესდღეობით კატის ღვინის ორ სახეობას აწარმოებს: წითელს “პინო-მიაუ” და თეთრს “მუსკეტს”. როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, ამ სასმელის წყალობით, კატების პატრონებს თავის ბინადრებთან ერთად შესანიშნავი საღამოს გატარება შეუძლიათ.

“ყველაფერი ხუმრობით დაიწყო. ჩვენ უბრალოდ სასაცილო ეტიკეტებს
ვაკრავდით ბოთლებს, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ ვიღაცას მართლაც შეიძლება მოსდომებოდა თავისი კატის გამასპინძლება”, - ყვება
ბრენდონ ზავალა.

მან გაარკვია, რომ მსგავს სასმელს, სახელად Nyan Nyan Nouveau უკვე აწარმოებენ, მაგრამ იგი ისპონიქშია მხოლოდ ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, იგი ყურძნის წვენს შეიცავს, რაც კატისთვის შესაძლოა, მავნებელი იყოს.

მეწარმის თქმით, თავის ღვინოში ის მხოლოდ ორგანულ ჭარხალს იყენებს. კატები, რომლებიც ასეთ ღვინოებს იყენებენ, სრულიად ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ამის მიუხედავად, ვეტერინარები არ უწევენ რეკომენდაციას ამ სითხის მიღებას იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც საშარდე სისტემის პრობლემები აქვთ, რადგან ჭარხალი შარდის ფერს ცვლის.

Pinot Meow и MosCATo-ს ყიდვა შესაძლებელია კოლორადოს რამოდენიმე მაღაზიასა და ინტერნეტში.

Zooclub

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?