პატრონმა განუყრელი მეგობრები თავშესაფარში ერთად ჩააბარა... ერთგულების საოცარი მაგალითი
პატრონმა განუყრელი მეგობრები თავშესაფარში ერთად ჩააბარა... ერთგულების საოცარი მაგალითი
პატარა ძაღლი სისი და მისი მეგობარი ჩუბაკა საუკეთესო მეგობრები არიან. სისის მოსასვენებელი ადგილი ჩუბაკას გრძელი და თბილი ბეწვია. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, როდესაც ერთად მყოფი ცხოველების გალიას გაივლიან, სისი დიდ მეგობარს ეხუტება ან მის ზურგზე სძინავს.

ეს წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობდა ოჯახში, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა. სახლში ბავშვის მოყვანის შემდეგ შინაური ბინადრები ერთად ჩააბარეს თავშესაფარში, რადგან პატრონის თქმით, ბავშვს ცხოველებზე ალერგია ჰქონდა.

Zooclub

მათი სახლი თავშესაფარი გახდა. საბედნიეროდ, მომვლელებმა ცხოველებს ნება დართეს ერთ გალიაში ყოფილიყვნენ.

Zooclub

ისინი ყოველთვის ერთად არიან. მანქანით სეირნობის დროსაც კი
ერთმანეთს ეხუტებიან.

Zooclub

მოხალისემ, რომელიც სისისა და ჩუბაკას პარკში ხშირად ასეირნებდა, მეგობრული წყვილის კავშირს "საოცრება" უწოდა.

Zooclub

მომვლელების თქმით, ძაღლები კარგი აღზრდილები იყვნენ და რბილი ხასიათით გამოირჩეოდნენ.

Zooclub

საბედნიეროდ, თავშესაფრის გასაჩუქებელი ძაღლების სიიდან ცხოველების ფოტოები მალე აიღეს, რადგან ისინი მზრუნველ ოჯახში ერთად გაჩუქდნენ.

ასევე იხილეთ:

განუყრელი მეგობრები - თხა და ძაღლი ფერმიდან ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაიქცნენ

მატარებლის ხმაზე ხვადმა დაჭრილ ძუსთან საშველად მიირბინა... ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თავები დახარეს…

მეგობრობა ბოლო წუთამდე: კატა 16 წლის ძაღლზე ზრუნავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?