error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/5898d9a3e12b6297194c00a3960b3031.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მატარებლის ხმაზე ხვადმა დაჭრილ ძუსთან საშველად მიირბინა... ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თავები დახარეს… (+ვიდეო)
 მატარებლის ხმაზე ხვადმა დაჭრილ ძუსთან საშველად მიირბინა... ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თავები დახარეს… (+ვიდეო)
რამდენიმე დღის წინ უჟგოროდში სულისშემძვრელი ფაქტი მოხდა. ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა ცხოველთადამცველმა, დენის მალაფეევმა თავის ფეისბუქზე დაწერა:

მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ! საოცარი ისტორიაა. დღეს 12:00 საათზე მეგობრებისგან შემოვიდა ზარი, რომ ცეგლოვკაში, უკვე მეორე დღეა, ლიანდაგებზე ორი ძაღლი წევს.

Zooclub

ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ  ძუ ტრავმირებული იყო და ვერ გადაადგილდებოდა. ხვადი კი მას არ ტოვებდა.

ცხოველების რელსებიდან გადაყვანის ცდა ამაო აღმოჩნდა, რადგან ხვადი ყველანაირად იცავდა ძუს. უცებ შორს მატარებელი გამოჩნდა. ყველა დავიძაბეთ. მემანქანის საყვირის გაგონებისას ხვადი მივიდა ძუსთან და გვერდით მიუწვა. ორივე ცხოველმა
თავი დახარა და… მატარებელმა ჩაიარა!.. წარმოგიდგენიათ? ხვადი ამას 2 დღის განმავლობაში აკეთებდა! უბრალოდ წარმოიდგინეთ! ის
ორი დღე ათბობდა მეგობარს და ყოველ ჯერზე თავს საფრთხეში იგდებდა. არ ვიცი ამას რა ქვია, ინსტინქტი, სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. ერთი ვიცი, რომ ყველა ადამიანს ეს არ შეუძლია! ეს ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია! დიახ-დიახ... 

Zooclub

მადლობა ვერას, ხაჩატურს, კრისტიანს და მათ, ვინც გაგვაგებინა და არ აუარა გულგრილად ამ ამბავს! თუ რომელიმე ადამიანი ამ ცხოველებს ამოიცნობს, შეგვატყობინეთ! ისინი თავშესაფარში არიან!

Zooclub

ბოდიშს გიხდით ემოციებისთვის!

არსებობს ორი დღე: ერთ-ერთს ჰქვია გუშინ - როდესაც არაფრის გაკეთება შეგიძლიათ  და მეორეს ქვია - ხვალ! ასე რომ დღეს შესანიშნავი დღეა ვინმეს დასახმარებლად!
, - წერს მალაფეევი.


ამჯერად ძაღლები თავშესაფარში არიან. ისინი ახალ პატრონს ელოდებიან. მათ მხოლოდ ერთად გააჩუქებენ.

იხილეთ ვიდეო


ერთგულების ეს საოცარი ისტორია ადგილობრივმა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს.

იხილეთ ვიდეო



წყარო


იხილეთ ამ ამბის დასასრული: "ლიანდაგზე ნაპოვნი უერთგულესი ძაღლების ამბის დასასრული... "
დავითს
იცით რა არის სიგიჟის აპოთეოზი? - როდესაც არ არის გულმოწყალება და სიყვარული სულიერის! როდესაც იწყება გამორჩევა - რომელს უნდა დაეხმარო როდესაც უჭირს - ადამიანს თუ ცხოველს! რომელიც ანსხვავებს ვის დაეხმაროს და თუ სჭირდება უბრალოდ არ ეხმარება ერთ-ერთს!- რადგან ასე თვლის! რადგან მისი აზრით ადამიანს სჯობს მიეხმარო და ცხოველს რომ უჭირდეს - რა საჭიროა! ის ხომ ცხოველია? - ჩემი აზრით კი ასეთი მსჯელობაა გაბოროტებული ადამიანის სიგიჟე!და წესით, სწორედ ხალხი, რომელიც ამას ქადაგებს, არ ეხმარება ადამიანებს!-ასეთი კატეგორია არავის ეხმარება!
დავითს!
ბატონო დავით, გთხოვთ, ნუ მოგვაყენებთ შეურაცხყოფას, მე პირადად ერთნაირად მტკივა როგორც ადამიანი ისე ცხოველი, თუ შემიძლია ერთნაირად ვეხმარები მათ და არ ვარჩევ! ორივეს სული აქვს, ერთნაირად სტკივათ და უხარიათ! და, საეროდ, ბევრი ცხოველი უფრო მაღლა დგას ზნეობრივ საფეხურზე, ვიდრე ზოგიერთი არაადამიანი!!!! მანანა-შ
დავით
სიგიჟის აპოთეოზია !!! ჩვენს ქვეყანაში უპატრონო ადამიანები ქუჩაში და საკუთარ სახლებში შიმშილით კვდება და ეს ვითომ ჰუმანისტები ცხოველებს მისტირიან ფარისევლურად !!!
gio
მივმართავ იმ არამზადა ფუნქციონერებს, ვისაც ევალება უპატრონო ცხოველებზე ზრუნვა, თუკი არის მსგავსი ორგანიზაცია ამ უპატრონო ქვეყანაში!!!!!!---იქნებ ქუჩის ძაღლები და კატები თავშესაფარში მიიყვანოთ და გაუკეთოთ სტერილობა, რომ აღარ გამრავლდნენ!!!!! ევროპაში არ არიან მიტოვებული ქუჩის ცხოველები!!!!!
ანა
როგორც ჩანს ცხოველებში უფრო მაღალია მორალი, ვიდრე ადამიანებში.... რას აკეთებს ის ორგანიზაცია საქართველოში, ვისაც ეხება ცხოველებზე ზრუნვა???თუ არსებობს ამგვარი დაწესებულება, გაახილოს თვალები და იზრუნვოს ქუჩაში მიტოვებულ ცხოველებზე!!!! ნუთუ ერთი ჰუმანური ადამიანი გვყავს ელიზბარაშვილის სახით ქვეყანაში????!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?