ლეკვმა საუკეთესო მეგობარი დაკარგა, პატრონმა მისი მსგავსი სათამაშო აჩუქა, რომელსაც გამუდმებით ეხუტება
ლეკვმა საუკეთესო მეგობარი დაკარგა, პატრონმა მისი მსგავსი სათამაშო აჩუქა, რომელსაც გამუდმებით ეხუტება
ჯენსენის ოჯახმა ავტომაგისტრალზე ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი იმ დროს იპოვა, როცა  ცხოველი გზის გადაკვეთას ცდილობდა. მას კისრის მალების დაზიანება აღმოაჩნდა, რის გამოც პატარა სიარულისას მიწაზე ვარდებოდა. ოჯახის ახალ ბინადარს პედი დაარქვეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ პედიმ  შეიძინა მეგობარი ბატკანი, სახელად ლილი, რომელიც განუვითარებელი კიდურებით დაიბადა და დედამ მასზე უარი თქვა.

ლილის მომავალი უიმედო იყო, თუმცა, პატრონმა მის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა. ოჯახის წევრები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, როდესაც ლეკვმა მასზე ზრუნვა დაიწყო. ცხოველები განუყრელი მეგობრები გახდნენ.

Zooclub

ხუთი თვის შემდეგ ლილი მოკვდა. პედი ნერვიულობისგან ადგილს ვერ
პოულობდა და ძალიან განიცდიდა მეგობრის დაკარგვას. პატრონმა ლეკვს აჩუქა ფუმფულა სათამაშო, რომელიც ძალიან ჰგავდა ლილის.
მას შემდეგ პედი გვერდიდან არ შორდება საჩუქარს. ცხოველს მასთან ერთად სძინავს და ყველგან თან ატარებს. 

Zooclub

ასევე იხილეთ:

უსინათლო ძაღლის, ერთგული მეგობარი კატა

ბოლო სადილი 16 წლის ძაღლისთვის

კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?