რატომ დატოვეს მეცნიერებმა 3 ტონა მკვდარი ტახი ტყეში? (+18) (+ვიდეო)
მსოფლიოში ცხოველების მასობრივი დაღუპვის ფაქტები გახშირდა. თუმცა, ამის გავლენა გარემოზე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ამერიკელმა მეცნიერებმა მოვლენების მოდელირება საველე პირობებში მოახდინეს.

დახოცილი ცხოველები ეკოლოგიური ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია. მისი ცხედარი ლეშის მჭამელების ყურადღებას იპყრობს. მათში ჩნდება ჭიები, რომლებითაც იკვებებიან ფრინველები და ბოლოს, ლეშის ნარჩენები ხვდებიან მიწაში და ანოყიერებს მას, რაც სასარგებლოა მცენარეთა სამყაროსთვის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პატარა ტერიტორიაზე ერთდროულად მრავალი ცხოველი იღუპება, ეკოსისტემა უჩვეულო დატვირთვას განიცდის.

მისისიპის უნივერსიტეტის მეცნიერები და მათი კოლეგები ასეთი კატასტროფული მოვლენების შესწავლას შეუდგნენ. მასშტაბური ექსპერიმენტისთვის მათ
სჭირდებოდათ, გადაეჭრათ მხოლოდ 2 ამოცანა - ეპოვათ დიდი რაოდენობით მკვდარი ცხოველი და ხელსაყრელი ადგილი.

შტატის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით
ბიოლოგებმა ტახების ცხედრების შეგროვება დაიწყეს. ეს ცხოველები დიდ ზიანს აყენებენ მისისიპის ტყეებს და სოფლის მეურნეობის ობიექტებს, ამიტომ მათი დახოცვა ნებადართულია.

რამდენიმე თვის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს საკმაო რაოდენობის მასალის შეგროვება. დახოცილი ტახების საერთო წონამ 3 ტონა შეადგინა. ადგილი ექსპერიმენტისთვის უნივერსიტეტმა გამოყო. ეს იყო ტყის ტერიტორია. მეცნიერებმა მოცემულ ადგილზე მაცივრებიდან გამოტანილი ცხოველების ცხედრები დაალაგეს და შემდგომ პროცესზე დაკვირვება დაიწყეს.

Zooclub

ლეშის მჭამელთა ქცევა მეცნიერებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდათ, ამიტომ ადგილი ნაწილობრივ ბადით იყო შემოსაზღვრული. დაახლოებით 20 ფრინველი, რომლებიც მუდმივად ”მორიგეობდნენ” ხეებზე, მილიონობით ბუზის გავრცელებას აჩერებდნენ, მაგრამ აქტიურად ხორცით ისინი არ იკვებებოდნენ. ეს აძლევდა მათ გარემოზე მასობრივი ხრწნის უშუალო გავლენის შესწავლის საშუალებას. ეფექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მასშტაბმა ისინიც გააოცა, ვინც ყველაზე თამამ პროგნოზს წინასწარმეტყველებდა.

ლარვების რაოდენობა იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ტყის ნაწილი ჭიების მდინარედ იქცა. სულ მალე ცხედრებს შორის გადაადგილება იმისთვის, რომ სპეციალური მოწყობილობიდან ჩვენებები აეღოთ, შეუძლებელი გახდა. იმის მერე, რაც მატლებმა თავისი საქმე დაასრულეს, ტალახში ჩაიმალნენ და ჭუპრებად იქცნენ, ისინი მოულოდნელად ჯავშნოსნების არმიამ ჩაანაცვლა.

მატლების ძებნაში მათ გადათხარეს მიწა იმდენად მძლავრად, რომ ხეებისა და ბალახების ფესვების სისტემა დააზიანეს. ექსპერიმენტი 2016 წელს ჩატარდა და მომდევნო წელიწადმა აჩვენა, რომ ბევრი მცენარე ამ ადგილას უკვე აღარ არსებობს. უცნაური ცდის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა გრძელდება. ყველაფერთან ერთად, სპეციალისტებს უნდათ იმის გაგება, რამდენად შეიცვალა მიწის ქიმიური შემადგენლობა, რომელიც ტონობით ხრწნადი მასით ”გაანოყიერეს” .

უკვე ახლავე ნათელია, რომ ბუნება განიცდის სტრესს, რომელსაც ბოლომდე ვერ უმკლავდება. გარდა ამისა, ინვაზიური სახეობის მასიური დაღუპვა (მაგალითად ტახი მისისიპიში) სხვა, ეკოსისტემისთვის ახალ ცხოველებს იზიდავს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება გარემოზე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?