მგელი "მავნე" მეზობელ სოფელში ვერ იცნეს და მოკლეს...
მგელი "მავნე" მეზობელ სოფელში ვერ იცნეს და მოკლეს...
სიყვარული, ნდობა და ზრუნვა - სამი უმთავრესი რამ, რაც დედამიწაზე ყველა სულიერს ევალება.

მითუმეტეს, როდესაც ცხოველი ან ფრინველი გენდობა და უყვარხარ, მოვალე ხარ გიყვარდეს და იზრუნო მასზე. ასეთი საოცარი სიყვარულის ამბავი იყო სწორედ "მავნესა" და მამა იოანეს მეგობრობა, რომელიც მკითხველმა მამა იოანეს ჟურნალისტ სოფო ჩაკვეტაძესთან უცნაური შეხვედრიდან შეიტყო.

"მავნეს" კიდევ ერთი მეგობარი ჰყავდა, ბექა მშვილდაძე, "პალიტრა ტვ"-ის ოპერატორი. მაგრამ ყველაზე ახლო მეგობარი მაინც "მუფასა" იყო. ეგ "მავნეზე" ავიაო - ამბობდა ბექა.

გავიდა დრო და მოშინაურებული მგელი ვიღაცამ ტირის თოფით თვალში დაჭრა.
სამკურნალოდ ჩამოიყვანა მამაომ "მავნე" თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში. მგელმა აქ უამრავი მეგობარი შეიძინა. სამწუხაროდ, მისი თვალი
იმდენად იყო დაზიანებული, რომ ვერაფერი უშველეს, მაგრამ მისი ისტორიით მოხიბლულმა ადამიანებმა უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული აჩუქეს "მავნეს". ბევრი სანახავად მიდიოდა, ეფერებოდა.

მგელი მამა იოანესთან ერთად მონასტერში დაბრუნდა. გადაწყვეტილი იყო მისი ნაკრძალში გაშვება. იქ აღარავინ დააზიანებდა, თავისი ტომის ახალ მეგობრებს შეიძენდა და ლაღად იცხოვრებდა ბუნებაში, მაგრამ არ დასცალდა…

მეზობელ სოფლამდე, ჭოპორტამდე ურბენია "მავნეს". ვინ იცის რას გაჰყვა, რაიმე ცხოველს, თუ ახალ მეგობარს, ან უბრალოდ გზას... ვერავინ იცნო ალბათ იქ ეს მოშინაურებული მგელი, შეეშინდათ და მოკლეს…

ვერ გადაარჩინეს ადამიანებმა ის, ვინც ენდო... ისევ ადამიანებისგან ვერ გადაარჩინეს...

მამა იოანემ იქაურობა დატოვა... წავიდა... აღარ გვიკითხავს სად...


ანი ქარჩავა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
დურუ
ეგ არაფერი ერთი მგლით ნაკლები
m-s
მგელი შინაურდება. უბრალოდ არ იწვრთნება. ასე, რომ თავად დააყენე და მოეშვი პროფესორობას, როცა გარტყმაში არ ხარ.
!!!!!
ამ მგელზე მეც წაკითხული მაქვს და ძალიან დასანანია...... ბევრჯერ მინახია "ვაჟკაცური შესახედაობის" კაცებს პატარა ფინიას დანახვაზე ელეთ მელეთი რომ მოსდით და მგელზე რა მოუვიდოდათ???? ერთმანეტს ჭამს ეს ხალხი და ბუნების ხომ საერთოდ აღარ ესმით!!!!
bikenti
როგორ ვერ იცნეს ტო,მეზობელი უბნიდან,ბლატნოი მგელი ტო,მაგაზე ხელი როგორ აწიეს-ჩემი დედამიწაა!
xxxx
მგელი სუსტია ლომზე და ვეფხვზე, მაგრამ მგელი ცირკში არ გამოდის. ესე იგი მგელი არ იწვრთნება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?