ზიმბაბვეს მთავარი ლომი ერთი მდიდარი ადამიანის ახირების გამო მოკლეს
ზიმბაბვეს მთავარი ლომი ერთი მდიდარი ადამიანის ახირების გამო მოკლეს
ლომს, სახელად სესილის ზიმბაბვეს მოსახლეობა ისევე ეთაყვანებოდა, როგორც ხატს. ვარსკვლავი, ულამაზესი და ტურისტებისთვის უსაყვარლესი ცხოველი, ეროვნული პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო. ახლა კი ის მკვდარია ერთი მდიდარი კაცის ახირების გამო.

მკვდარი სესილი რამოდენიმე დღის წინ იპოვეს. ის მშვილდიდან მოკლეს, შემდეგ თავი მოკვეთეს და ბოლოს ძვირადღირებული ტყავიც გააძრეს. ბი-ბი-სი-ს ცნობით, ლომი გასროლისთანავე არ დაიღუპა. დევნა 40 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასეთი სასტიკი საფარი მოაწყო ადამიანმა, რომელმაც ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეს 55 000 დოლარი გა
დაუხადა პარკის მთავარი ვარსკვლავის მოკვლისთვის. გამოძიება გრძელდება. ჯერ არ დაუჭერიათ არც მონადირე და არც სახელმწიფო მოხელე. ზიმბაბვეში არსებული კორუფციის გათვალისწინებით, მათ არც დაიჭერენ.

Zooclub

პარკის მუშაკის, ჯონი როდრიგეზის
ცნობით, მომხდარით ყველა სულითხორცამდე შეძრულია.
"ის არავის არასოდეს არაფერს უშავებდა და ამასთან იყო ყველაზე მშვენიერი არსება, რომელიც ოდესმე გვინახავს…"

სიტუაციას ამძიმებს კიდევ ერთი რამ: სესილის 6 ბოკვერი ჰყავდა და ახლა ისინი დაიღუპებიან. წესის მიხედვით - ლომი, რომელიც დაღუპული მეფის ადგილს დაიჭერს, მათ ცოცხლებს არ დატოვებს.

Zooclub
11
კარგი იქნება თუ ერთ ბოკვერს გამოგვიგზავნიან,ორივე მხრიდან კარგი ჟესტი იქნებოდა:) იქნებ მიწერონ ჩვენგან ზოოპარკის ოფიცილურმა მხარემ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?