ზუგდიდში მოსახლეობამ მგელი მოკლა
ზუგდიდში მოსახლეობამ მგელი მოკლა
ზუგდიდში, ლომთათიძის ქუჩაზე, ფაჩუაშვილების საცხოვრებლი სახლის ეზოში მგელი შევიდა.

მოსახლეობამ თავდაპირველად მგელი საბავშვო ბაღის ეზოში შეამჩნია და ამის შესახებ საგანგებო სამსახურს შეატყობინა. საგანგებო სამსახურის მისვლამდე, ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებლები იძულებულნი იყვნენ მგელი მოეკლათ, რადგან, მათი განმარტებით, მტაცებელს ცოფის ნიშნები ეტყობოდა.

ლომთათიძის ქუჩის მოსახლეობა სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარებას ითხოვს.
zaza
ჯერ ერთი საიდან დაასკვნეს რომ ცოფიანი იყო, რა ცოფებს ყრიდა? და მეორე, რატომ მომრავლდა მგლები სოფლებში, იმიტომ კი არა რომ მათმა რაოდენობამ იმატა ზოგადად. ტყეს უჩეხავს ადამიანი და უსაკვებოდ ტოვებს, აბა რა იზამს, სხვა გზა აქვს?
ni
აი შენ რომ შემოგივა სახლში მგელი ჩემო კესო დაბებე და იქვე ბავშვებიც არია ვნახავ რას იზამ ცხოვრებაში გაგიგია მგლის ყმუილი განსაკუთრებით გამტენიისას სისხლი გაგეყინება მგელი რომნ მოსახლეობას მიეჩვევა უნდა მოიკლას
niklasa
კაროჩე ვინც არ იცის მგლების რიცხვი საქართველოში ზღვარს აჭარბებს თან ძალიან და ჯობია ისე ზღვარზე დააბრუნონ და ცოტა ხნით მგლის მოკვლა ნებადართული იყოს. ზოგი კორპუსში ცხოვობს და ადვილია მისთვის სადღაც ხევსურეთში 100 მგელი ირბენს ერთად თუ 10 რადგან ვერ შეეხება
bebe
რას ერჩოდით თქვე უღმერთოებო? რანაირად დაადგინეთ ცოფი? წყალი მიაწოდეთ და უარი გითხრათ? ფუჰ, უჯიშოები, ახალაიზე მეტის ღირსები არ არიან.
keso
რა "ჭკვიანი" ხალხია მოკლედ, ცოფის ნიშნების გამოცნობა სპეციალისტებს უჭირთ და ამათმა ასე მალე როგორ დაასკვნეს და გააგორეს საწყალი მგელი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?