მგელი "მავნე" მეზობელ სოფელში ვერ იცნეს და მოკლეს...
მგელი "მავნე" მეზობელ სოფელში ვერ იცნეს და მოკლეს...
სიყვარული, ნდობა და ზრუნვა - სამი უმთავრესი რამ, რაც დედამიწაზე ყველა სულიერს ევალება.

მითუმეტეს, როდესაც ცხოველი ან ფრინველი გენდობა და უყვარხარ, მოვალე ხარ გიყვარდეს და იზრუნო მასზე. ასეთი საოცარი სიყვარულის ამბავი იყო სწორედ "მავნესა" და მამა იოანეს მეგობრობა, რომელიც მკითხველმა მამა იოანეს ჟურნალისტ სოფო ჩაკვეტაძესთან უცნაური შეხვედრიდან შეიტყო.

"მავნეს" კიდევ ერთი მეგობარი ჰყავდა, ბექა მშვილდაძე, "პალიტრა ტვ"-ის ოპერატორი. მაგრამ ყველაზე ახლო მეგობარი მაინც "მუფასა" იყო. ეგ "მავნეზე" ავიაო - ამბობდა ბექა.

გავიდა დრო და მოშინაურებული მგელი ვიღაცამ ტირის თოფით თვალში დაჭრა.
სამკურნალოდ ჩამოიყვანა მამაომ "მავნე" თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში. მგელმა აქ უამრავი მეგობარი შეიძინა. სამწუხაროდ, მისი თვალი
იმდენად იყო დაზიანებული, რომ ვერაფერი უშველეს, მაგრამ მისი ისტორიით მოხიბლულმა ადამიანებმა უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული აჩუქეს "მავნეს". ბევრი სანახავად მიდიოდა, ეფერებოდა.

მგელი მამა იოანესთან ერთად მონასტერში დაბრუნდა. გადაწყვეტილი იყო მისი ნაკრძალში გაშვება. იქ აღარავინ დააზიანებდა, თავისი ტომის ახალ მეგობრებს შეიძენდა და ლაღად იცხოვრებდა ბუნებაში, მაგრამ არ დასცალდა…

მეზობელ სოფლამდე, ჭოპორტამდე ურბენია "მავნეს". ვინ იცის რას გაჰყვა, რაიმე ცხოველს, თუ ახალ მეგობარს, ან უბრალოდ გზას... ვერავინ იცნო ალბათ იქ ეს მოშინაურებული მგელი, შეეშინდათ და მოკლეს…

ვერ გადაარჩინეს ადამიანებმა ის, ვინც ენდო... ისევ ადამიანებისგან ვერ გადაარჩინეს...

მამა იოანემ იქაურობა დატოვა... წავიდა... აღარ გვიკითხავს სად...


ანი ქარჩავა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
Admin
shorena mwariashvili - ძაღლებს რთული ფსიქიკა აქვთ. ადამიანები მათ არ ვიცნობთ კარგად. ყველაზე რთული და ერთი შეხედვით გამოუსწორებელი ძაღლებს ფსიქიკის შველა შესაძლებელია. რამოდენიმე ხანში ჩვენი გვერდი გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც წვრთნის ურთულესი ფსიქიკის მქონე ძაღლებს - აძლევს მათ სიცოცხლის მეორე შანსს! არის ძალიან კარგი შედეგები! წაიკითხეთ და გაავრცელეთ ახლობლებში, რომ თავისი ერთგული მეგობრები ბოლომდე დაიცვან, გადაარჩინონ და შეინარჩუნონ.
shorena mwariashvili
ძაღლი გვყავდა ლომა კ.ნაგაზი,სამწუხაროდ მისი მოკვლა მოგვიხდა, თუ აიშვებდა ძაღლებს კლავდა, ვერ ვაშვებინებდით...მაგრამ იმის გახსენებაზე ეხლაც მეტირება...თითქოს ძვირფასი ახლობელი ყოფილიყო ისეთი გტძნობა მაქ...
უტვინო ირონიულებს :)
როდესაც გული არ გიჩუყდება - ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე, რომ პრობლემა უფრო არ გაგირთულდეს:/ აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ყველა იმას აკეთებს რაც კარგად გამოსდის :))) ზოგს წერა, ზოგს ირონია და გესლი:)) ჰო და ყველას შეგერგოთ! პ.ს. გულწრფელი შენიშვნა სხვაა და დაცინვა სხვა, დედი, და ყველაზე მძიმე კი ისაა, როცა გულთან ერთად გონებაც არ არის წესრიგში..-ამას უკვე არაფერი ეშველება..
52
ბატონო ვალერი, უბრალოდ გეტყვით რომ ძალიან კარგ ადამიანი ბრძანდებით, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ცრემლების გარეშე ვერ ჩავიკითხე, სულისშემძვრელია, ოღონ იმათთვის ვისაც სული თქვენსავით სუფთა აქვს!
manana-sh
tiko-s ვინც უპასუხა! წყევლა არ არის კარგი მართალია, მაგრამ უკან მას არ დაუბრუნდება, ცხოველთმოძულეებს კი მოეკითხებათ ერთ დროს. ცხოველებს რა, სული არა აქვთ? არ სტკივათ? მათ უნდოდათ რომ ასეთებად დაბადებულიყვნენ? უფალმა ადამიანებს მიანდო მათზე ზრუნვა! მავნე, ჩემო საყვარელო მგელუკავ, გული მტკივა, მაგრამ სული უფრო მეტად მტკივა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?