რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და სად იქნება მისი მომავალი საცხოვრებელი
რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და სად იქნება მისი მომავალი საცხოვრებელი
ცოტა ხნის წინ ერთი მარტოხელა მგლის შესახებ გიამბეთ, რომელიც დავათის ტყეში, მონასტერთან ახლოს ბინადრობდა . უფრო სწორად, მას აღნიშნული მონასტრის სასულიერო პირი მამა იაოანე ზრდიდა და ტაძრის მრევლის წევრებიც იშინაურებდნენ. უცნაურია,Zooclub მაგრამ მგელი არავის ერჩოდა და გარშემომყოფების დიდ სიყვარულს იმსახურებდა. ის იქ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის მიუყვანიათ. მოკლედ, ერთი კვირის წინ, მგელი ვიღაცამ თვალში დაჭრა, რის შემდეგაც მამა იოანემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, - მგელი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გადაეყვანათ, სადაც ცხოველი ავისმქმნელებისგან დაცული იქნებოდა.

გვესაუბრება "პალიტრა ტვ"-ს ოპერატორი - ბექა
მშვილდაძე, რომელიც იმ ტაძრის მრევლია და მის აშენებაში მონაწილეობა აქვს მიღებული:


- ერთი თვის წინ
დიდი აღტაცებით მესაუბრებოდი მგელზე, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ თვალში დაჭრა. ხომ შეიძლება ეს მონადირეც Zooclubყოფილიყო?


- ეს მონადირის იარაღით ნასროლი არ არის, რადგან არ არის სასიკვდილო, მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხენა თვალი ისე დაუზიანდა, რომ პრაქტიკულად დაკარგა. მოკლედ, ტირის თოფით არის ნასროლი. ტირის თოფი კიდევ მგელს არ კლავს. მეგობრული იყო, ხალხთან ახლოს მიდიოდა, არაფერს ერჩოდა, არავის ესხმოდა, მაგრამ არ დაინდეს, ესროლეს.
ეს ვერაგობაა, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ტირის თოფით ხომ ვერ გაუმკლავდებოდა?!


- როგორც ცნობილია, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარშია გადაყვანილი.

- მამა იოანეს თხოვნით, ის ჩამოიყვანეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში. Zooclubვოლიერშია მოთავსებული. პირველ-ორ დღეს, რომ არ ჭამდა, ცუდად იყო, მაგრამ შემიძლია დავამშვიდო ხალხი, რომ უკეთესად არის. ცხადია, ამაზე არ ნერვიულობს, ვინც ის დაჭრა.
მამა იოანე მის სანახავად მივიდა, გალიაში მოინახულა, მოეფერა და მგელმა საჭმელი შეჭამა. ამ დღეებში მეც უნდა ვესტუმრო, მორიგეობა გვაქვს დაწესებული. შეეჩვია იქაურობას, მომვლელსაც. თუ კარგად გამოიზამთრა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მგლის ადგილი ტყეშია და ამიტომაც ტყეში ვზრდიდით, ერთ სივრცეში არ გვყავდა ჩაკეტილი. ჰოდა, ნაკრძალში გავუშვებთ, თუ სად, ამაზე არაფერს ვიტყვი. ასე რომ, ჩვენი მგელი საახალწლოდ დაჭრეს, ვოლიერშია და ასე დასაჯეს...



ლალი ფაცია /ambebi.ge/


იხილეთ ასევე: "Attacked by one man, now cared for by another - A wolf in Tbilisi's dog shelter"

alfa
აი ის ტირის თოფი მისი მუდმივი ტანამგზავრი უნდა გახადო კუდის სახით. ადამიანზე საზიზღარი ცხოველი არ არსებობს.
123
იგივე დაემართოს ამ ბოროტების ჩამდენს...
nini
ბოროტება ორმაგად ბრუნდება უკან,მაგის ჩამდენს უარესი დაემართება!
დალი
რამდენ ბოროტებას სჩადის ადამიანი,რა უბედურებაა. რას ერჩოდნენ....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?