მგელი "მავნე" მეზობელ სოფელში ვერ იცნეს და მოკლეს...
მგელი "მავნე" მეზობელ სოფელში ვერ იცნეს და მოკლეს...
სიყვარული, ნდობა და ზრუნვა - სამი უმთავრესი რამ, რაც დედამიწაზე ყველა სულიერს ევალება.

მითუმეტეს, როდესაც ცხოველი ან ფრინველი გენდობა და უყვარხარ, მოვალე ხარ გიყვარდეს და იზრუნო მასზე. ასეთი საოცარი სიყვარულის ამბავი იყო სწორედ "მავნესა" და მამა იოანეს მეგობრობა, რომელიც მკითხველმა მამა იოანეს ჟურნალისტ სოფო ჩაკვეტაძესთან უცნაური შეხვედრიდან შეიტყო.

"მავნეს" კიდევ ერთი მეგობარი ჰყავდა, ბექა მშვილდაძე, "პალიტრა ტვ"-ის ოპერატორი. მაგრამ ყველაზე ახლო მეგობარი მაინც "მუფასა" იყო. ეგ "მავნეზე" ავიაო - ამბობდა ბექა.

გავიდა დრო და მოშინაურებული მგელი ვიღაცამ ტირის თოფით თვალში დაჭრა.
სამკურნალოდ ჩამოიყვანა მამაომ "მავნე" თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში. მგელმა აქ უამრავი მეგობარი შეიძინა. სამწუხაროდ, მისი თვალი
იმდენად იყო დაზიანებული, რომ ვერაფერი უშველეს, მაგრამ მისი ისტორიით მოხიბლულმა ადამიანებმა უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული აჩუქეს "მავნეს". ბევრი სანახავად მიდიოდა, ეფერებოდა.

მგელი მამა იოანესთან ერთად მონასტერში დაბრუნდა. გადაწყვეტილი იყო მისი ნაკრძალში გაშვება. იქ აღარავინ დააზიანებდა, თავისი ტომის ახალ მეგობრებს შეიძენდა და ლაღად იცხოვრებდა ბუნებაში, მაგრამ არ დასცალდა…

მეზობელ სოფლამდე, ჭოპორტამდე ურბენია "მავნეს". ვინ იცის რას გაჰყვა, რაიმე ცხოველს, თუ ახალ მეგობარს, ან უბრალოდ გზას... ვერავინ იცნო ალბათ იქ ეს მოშინაურებული მგელი, შეეშინდათ და მოკლეს…

ვერ გადაარჩინეს ადამიანებმა ის, ვინც ენდო... ისევ ადამიანებისგან ვერ გადაარჩინეს...

მამა იოანემ იქაურობა დატოვა... წავიდა... აღარ გვიკითხავს სად...


ანი ქარჩავა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
რეზო
ბუნებას გავუუცხოვდით :(
VITO
წამიკითხავს ადრე ამ მგელის შესახებ... მაგრად კი გამიტყდა.. მარა რაგაც მომენტში ის ხალხიც არაა გასამტყუნი ეგება და მარტლა ვერ იცნეს და შეეშინდათ.
ვალერი
მავნე მინდა გიამბოთ ამბავი მგელზე. სახელად მავნე, ლამაზი ჩემზე. მინდა გიამბოთ მის სიყვარულზე, მეგობრობაზე და სინანულზე. ეს ამბავი კი ნამდვილად მოხდა. პატარა მავნე დავათში მოხვდა, იქ მოხვდა რადგან ღმერთმა ინება, უნდა აღსრულდეს კეთილი ნება. მე ის პირველად ასეთი ვნახე; პატარა ლეკვი, ლამაზი სახე. მამაოს, შვილად მიკედლებული, უდედ-მამო და დაობლებული. სულ თამაშობდა, არ ჰქონდა დარდი, არ მოიწყენდა და იყო მარდი. დრო გავიდა და კვლავ შევხვდი მავნეს. უკვე გაზრდილა, მამი არ გვავნებს? ხმაზე მამაომ მოგვხედა დროით, დაგვიძახა და დაგვლოცა შორით. ამ დროს კი მავნე ახლოს მოვიდა, გვიცნო და ხასიათზეც, მოვიდა. მამაოც ვნახეთ, დაგვლოცა გულით. და მონასტრისკენ გაგვიძღვა სულით. მოგვცა ნება და სანთლები ვანთეთ. გვესაუბრა და ცოტა გავართეთ. მამაომ გვითხრა, რომ თურმე მავნე, ვერ ხედავს თვალით, ჩაურთყამთ რამე. გავანათეთ და თვალზე შევხედეთ, დაგვნანდა მგელი, სახელად მავნე. მამაო წუხდა, რისთვის რად ავნეს? მუფაზა ურჩენს ჭრილობას მავნეს, ძაღლი, რომელმაც იშვილა მავნე. ძაღლის კანონზე აღზარდა მანვე. ისიც მოხარშულ ხორცით საზრდოობს, არ ეკარება უმად არც რამეს.! თუ რამ სოფელში დაიკარგება, სუყველაფერი ბრალდება მავნეს. უნდა გავგზავნო თავშესაფარში, აქ უფრო მეტად იქნება შარში. გაზაფხულით კი ნაკრძალში ვუშვებ, ეს რომ აქ მოკლან, მე არ დავუშვებ. მამაომ ისევ ჩვენზე იკითხა, შეცვალა თემა, მარი იკითხა. ჩვენი ოჯახი დალოცა სრულად, მარის მოკითხვა, გადმოსცა გულად. გზა დაგვილოცა, გამოგვაცილა. მავნემ კი თვალი არ მოგვაცილა. მე მოგიყევით ამბავი მგელზე, არ არის ბოლო, ამ ამბის ესე. თბილისში მოჰყავთ მგელი, ძაღლებთან. ვერ ეგუება ბინას სახლებთან. არა ჭამს საკვებს, აღარც თამაშობს. მისთვის ვარსკვლავიც აღარ თამაშობს. გაჭირდა მოვლა უჭმელი მგლისა. მამაოს უხმეს, საშველად მისსა. აი ბრუნდება მავნე კვლავ მთაში. მუფაზას ნახავს, რომ მივა სახლში. ფოტოებს ვხედავ, ცრემლი მაქვს თვალში. მუფაზა, მავნე, ერთად ხართ სახლში. მამაოც ჩანდა ფოტოზე მშვიდი, სიხარულია ეს მისთვის დიდი. ვ. გელიაშვილი (არაგველი)
ანა
:(((( აღარ შემიძლია ამდენი ცუდი ამბავი გაგება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?